შუმახერის ბოდიში

AutoSharing Option

"მერსედესის" პილოტ მიხაელ შუმახერის ვებგვერდზე უნგრეთის გრან-პრიზე გერმანელ პილოტსა და რუბენს ბარიკელოს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ მოკლე შეტყობინება გაჩნდა. "ჰუნგარორინგზე" შუმიმ უხეში მანევრით დაიცვა თავი "უილიამსის" პილოტის წინააღმდეგ და კინაღამ კედელს მიაჯახა ბრაზილიელი ვეტერანი. ამ ინციდენტის შესწავლისას, ავტოსპორტის ფედერაციამ ლეგენდარული გერმანელი მომავალი რბოლისთვის სტარტზე ათი პოზიციის დაკარგვით დააჯარიმა.
მიხაელ შუმახერი: "რბოლის შემდეგ "ცხელ გულზე" შევაფასე ინციდენტი, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ მოგვიანებით ჩანაწერი ვიხილე და უნდა ვაღიარო, რომ რბოლის სტიუარდებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია - მანევრი ძალიან უხეში და სარისკო

იყო. მე ვცდილობდი მეჩვენებინა რუბენსისთვის, რომ არ ვაპირებდი მისი გარე რადიუსით გატარებას, თუმცა ამ მანევრით მისი დაშინება არ მიცდია. თუ ბარიკელოს ასე ჰგონია, მაშინ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია".

კალენდარი შეიცვლება

სატრანსფერო ჭორების გარდა, ამ პერიოდში ფორმულა 1-ის სამყაროში მომავალი წლის სავარაუდო კალენდარსაც აქტიურად განიხილავენ. გერმანული პრესა წერს, რომ სწორედ ეს საკითხი იყო აქტუალური უნგრეთის გრან-პრის უქმეებზე "ჰუნგარორინგის" პადოკში.
როგორც ირკვევა, 2011 წელს კალენდარში რამდენიმე გადაადგილება მოხდება, თუმცა არ შეიცვლება ჩემპიონატის დასაწყისი და ფინიში - პირველი ეტაპი ისევ ბაჰრეინში გაიმართება, ბოლო რბოლა - აბუ დაბიში.

გაისად დაგეგმილია ინდოეთის გრან-პრის დებიუტი. ამ რბოლის სავარაუდო თარიღი 9 ოქტომბერი გახლავთ. სამხრეთ კორეის გრან-პრის გაზაფხულზე გადაიტანენ, კერძოდ აპრილის თვეში და ის ჩინური ეტაპიდან ერთი კვირის თავზე გაიმართება.
კორეის ეტაპს სამკვირიანი პაუზა მოჰყვება, რომელიც ბარსელონას რბოლით დასრულდება.

ჩინეთისა და კორეის გარდა, რბოლებს შორის მხოლოდ ერთკვირიანი პაუზა კიდევ სამჯერ იქნება: ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებს შორის, ივლისის დასაწყისში გერმანიასა და უნგრეთს შორის და აგვისტოს ბოლოს - ბელგიასა და ვალენსიას შორის.
ეს იმას ნიშნავს, რომ პილოტებს აღარ ექნებათ 4-კვირიანი არდადეგები და ის სამ კვირამდე შემცირდება. ასევე რთული მომენტი იქნება ჩემპიონატის მონაწილეებისთვის 2011 წლის ოქტომბერში იაპონიიდან ბრაზილიაში გადასვლა.

13 მარტი - ბაჰრეინის გრან-პრი
27 მარტი - ავსტრალიის გრან-პრი
3 აპრილი - მალაიზიის გრან-პრი
17 აპრილი - ჩინეთის გრან-პრი
24 აპრილი - კორეის გრან-პრი
15 მაისი - ესპანეთის გრან-პრი
29 მაისი - მონაკოს გრან-პრი
12 ივნისი - კანადის გრან-პრი
26 ივნისი - თურქეთის გრან-პრი
10 ივლისი - ბრიტანეთის გრან-პრი
24 ივლისი - გერმანიის გრან-პრი
31 ივლისი - უნგრეთის გრან-პრი
21 აგვისტო - ბელგიის გრან-პრი
28 აგვისტო - ევროპის გრან-პრი
11 სექტემბერი - იტალიის გრან-პრი
25 სექტემბერი - სინგაპურის გრან-პრი
9 ოქტომბერი - ინდოეთის გრან-პრი
23 ოქტომბერი - იაპონიის გრან-პრი
30 ოქტომბერი - ბრაზილიის გრან-პრი
13 ნოემბერი - აბუ დაბის გრან-პრი

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული