ბარსელონა კალენდრის მიღმა?

AutoSharing Option
როგორც იცით, ივნისის დასაწყისში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მოიწონა 2012 წლის სეზონისთვის შედგენილი კალენდარი, რომელშიც 21 ეტაპია შესული. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კალენდარში დარჩება მხოლოდ 20 გრანპრი, ასე რომ, ერთი რბოლა იქიდან ამოსაღები იქნება.

რა თქმა უნდა, მაშინვე დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომელი რბოლა იქნება ზედმეტი. დაასახელეს ბაჰრეინის, თურქეთისა და ჩინეთის ეტაპები, ახსენეს აშშ-ის გრაპრის დებიუტის გადადება 2013 წლისთვის, აგრეთვე ივარაუდეს ორი ესპანური ეტაპიდან ერთ-ერთის გაუქმება...

დღეს ესპანეთი ორ გრანპრის მასპინძლობს - ბარსელონასა და
ვალენსიაში. თანაც ამ რბოლებს შორის მხოლოდ რამდენიმე კვირიანი ინტერვალია, რის გამოც ორივე ავტოდრომის ხელმძღვანელობა წაგებაში რჩება, ხოლო სერიოზული სახელმწიფო მხარდაჭერა ქვეყანაში მხოლოდ ერთი გრანპრის ჩატარების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ჭორების მიხედვით, ბარსელონამ, შესაძლოა, დატოვოს კალენდარი, რადგან დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ბერნი ექლსტოუნმა უკვე გაახანგრძლივა კონტრაქტი ვალენსიასთან, თანაც მომავალი წლისთვის მას კონკრეტული თარიღი გამოუყო - 20 მაისი. ეს აქამდე ბარსელონას ეტაპის ჩატარების თარიღი იყო.

სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ბერნი პრესას იყენებს ესპანური ტრასებზე ზეწოლისთვის, რათა მაქსიმალურად გაზარდოს კონტრაქტის თანხები, საბოლოოდ კი კალენდარს დატოვებს ავტოდრომი, ვინც გაზრდილ გადასახადს ვერ შეწვდება. თუმცა ასეთივე ტაქტიკით შეიძლება მოიშორონ ეტაპი რომელიმე სხვა ქვეყანაში.

* * *
"რედ ბულის" ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას "რენოსთან". როგორც იცით, ფრანგული ავტომწარმოებელი ფორმულა 1-ის დღევანდელ ლიდერს ძრავებით ამარაგებს.

მხარეები ახლოს არიან მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებასთან. ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია არ შეცვლის წესს ძრავებთან დაკავშირებით. 2014 წლიდან გუნდები ვალდებულნი იქნებიან გამოიყენონ 1.6 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ტურბოძრავა. მართალია, "რედ ბული" ყოველთვის კმაყოფილი არ იყო "რენოს" შეთავაზებული ტექნიკით, მაგრამ სწორედ ამ ძრავამ მოუტანა მას წარმატება გასულ სეზონში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული