ესპანეთი ჩემპიონობას უმიზნებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის აუთსაიდერი გუნდის - Hispania Racing-ის საკონტროლო აქციათა პაკეტი ესპანურმა ფონდმა - Thesan Capital-მა შეიძინა. ესპანური საჯინიბოს აწ უკვე ყოფილმა მფლობელმა, ბიზნესმენმა ხოსე-რამონ კარაბანტემ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტა გუნდის გაყიდვა.

ახალ მფლობელებს სერიოზული გეგმები აქვთ, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს - უნდა შეიქმნას მართლაც ძლიერი ეროვნული გუნდი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

Thesan Capital-თან გარიგებამდე Hispania Racing-მა გამოაცხადა მასშტაბური ტექნიკური რესტრუქტურიზაციის შესახებ, რასაც თან მოჰყვება ტექნიკური დირექტორის კოლინ კოლესის განთავისუფლება. უკვე წელს, გუნდი ახალ ხელმძღვანელს მიიღებს, რომელიც ტექნიკურ განყოფილებებში
ახალ თანამშრომლებს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ფულს დახარჯავენ შედეგიც მოვა, სასაცილო იქნება ალონსო თუ გადმოიბირეს
avtuko
15:23 05-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული