სილვერსტოუნში ახალი რეგლამენტით

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში ბრიტანეთის გრანპრი ძალიან საინტერესო სანახაობას გვპირდება. სწორედ ამ ეტაპიდან შემოდის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დიფუზორების გაუქმებას ითვალისწინებს და ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ჩემპიონატის ლიდერ "რედ ბულს" აღარ ექნება აშკარა უპირატესობა "მაკლარენსა" და "ფერარიზე". მაგრამ, თუ "რედ ბულის" გენიოსი ინჟინერი ედრიან ნიუი ამჯერადაც რაღაც ახალს მოიფიქრებს, მაშინ ჩემპიონატში ინტრიგა, შესაძლოა, საბოლოოდ მოკვდეს.

ამავე ავტოდრომზე გაიმართება GP2-ის სერიის მორიგი რბოლა. ფორმულა 1-სგან განსხვავებით აქ არ არის აშკარა ფავორიტი, რადგან რომან გროსჟანსა და გიდო ვან დერ გარდეს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა.
ამ დუეტთან ახლოს იმყოფება დავიდე ვალსეკიც, რომელიც ბოლო რბოლებში სხვებზე გაცილებით სტაბილურად გამოიყურება.

მსოფლიოს სუპერბაიკის მრბოლელები კი ბრნოში გაემგზავრებიან. იტალიელებს - მაქს ბიაჯისა და მარკო მელანდრის სჭირდებათ წარმატებული სერიის გაგრძელება, რადგან საერთო ჩათვლის ლიდერ კარლოს ჩეკას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მყარი პოზიციები გააჩნია.

ფორმულა 1
ბრიტანეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სილვერსტოუნი, ბრიტანეთი
წრის სიგრძე - 5 891 მ
საუკეთესო დრო - 1:30,874 (ფერნანადო ალონსო, 2010)

საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (რედ ბული) - 186 ქულა
2. ბატონი (მაკლარენი) - 109
3. უებერი (რედ ბული) - 109
4. ჰემილტონი (მაკლარენი) - 97
5. ალონსო (ფერარი) - 87
6. მასა (ფერარი) - 42
7. როსბერგი (მერსედესი) - 32
8. პეტროვი (ლოტუს-რენო) - 31

განრიგი
8 ივლისი, 12:00 - I პრაქტიკა
8 ივლისი, 16:00 - II პრაქტიკა
9 ივლისი, 13:00 - III პრაქტიკა
9 ივლისი, 16:00 - კვალიფიკაცია
10 ივლისი, 16:00 - რბოლა


გრანპრი2
ბრიტანეთის გრანპრი
ჩატარების ადგილი - სილვერსტოუნი, ბრიტანეთი
წრის სიგრძე - 5 891 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - პასტორ მალდონადო (I რბოლა), სერხიო პერესი (II რბოლა)

საერთო ჩათვლა
1. რომან გროსჟანი - 34 ქულა
2. გიდო ვან დერ გარდე - 33
3. დავიდე ვალსეკი - 30
4. სემ ბერდი - 27
5. შარლ პიკი - 24
6. დანი კლოსი - 16

განრიგი
8 ივლისი, 17:55 - კვალიფიკაცია
9 ივლისი, 16:40 - I რბოლა
10 ივლისი, 12:35 - II რბოლა


სუპერბაიკი
VIII ეტაპი
ჩატარების ადგილი - ბრნო, ჩეხეთი
წრის სიგრძე - 5 403 მ
შარშანდელი გამარჯვებულები - ჯონათან რი (I რბოლა), მაქს ბიაჯი (II რბოლა)

საერთო ჩათვლა

1. ჩეკა (დუკატი) - 261 ქულა
2. ბიაჯი (აპრილია) - 218
3. მელანდრი (იამაჰა) - 195
4. ლეივერტი (იამაჰა) - 146
5. კემერი (აპრილია) - 125
6. ჰასლემი (BMW) - 120
7. ფაბრიციო (სუძუკი) - 108
8. რი (ჰონდა) - 94

განრიგი
9 ივლისი, 17:00 - სუპერპოული
10 ივლისი, 14:40 - I რბოლა
10 ივლისი, 17:30 - II რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული