ლუისი ცოლს ირთავს

AutoSharing Option
გაზეთმა "დეილი მეილმა" გამოაქვეყნა ცნობილი მომღერლის ნიკოლ შერცინგერის მამის - ალფონსო ვალიენტეს განცხადება იმის შესახებ, რომ მის ქალიშვილს ხელი სთხოვა "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა. ბრიტანელი ავტომრბოლი და ნიკოლი 2007 წლიდან იცნობენ ერთმანეთს.

"ჩემი მომავალი სიძე - კარგი ბიჭია. ჩვენს ოჯახში ის ყველას მოსწონს", - ამბობს ვალიენტე.

ალფონსო ჰემილტონს გასულ ზაფხულს შეხვდა, როცა წყვილი ერთი კვირა ნიკოლის სამშობლოში - ჰავაის კუნძულებზე ისვენებდა. "ის ძალიან გულწრფელი ადამიანია და ისინი ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს", - განაცხადა მომღერლის მამამ.

თავად ლუისი და ნიკოლი კომენტარისგან
თავს იკავებენ. ჭორების მიხედვით, პილოტი და მომღერალი მსოფლიოს ჩემპიონატში გათვალისწინებული ერთთვიანი პაუზის დროს დაქორწინდებიან.

ოთხწლიანი რომანის განმავლობაში ჰემილტონი და შერცინგერი ერთადერთხელ მცირე ხნით დაშორდნენ ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სიძე შე ძველო
avtuko
19:36 18-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული