ჩემპიონი მენეჯერობას იწყებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში არ ყოფილა ისეთი პრაქტიკა, როცა მოქმედ პილოტს მენეჯერობა დაეწყოს და თავისი სავარაუდო თუ მოქმედი კონკურენტების კარიერაზე ეზრუნოს.
მაგრამ ახლა გამონაკლისი გახდება "მაკლარენის" ბრიტანელი პილოტი ჯენსონ ბატონი, რომელმაც თავის მენეჯერ რიჩარდ გოდარტთან ერთად კომპანია The Sports Partnership შექმნა.

"რა თქმა უნდა, ჯენსონს შეუძლია ფორმულა 1-ის სხვა პილოტის კარიერით დაკავდეს. მას არ სურს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს თავის უშუალო კონკურენტთან, მაგრამ სიამოვნებით დაინტერესდებოდა ახალგაზრდა მრბოლელით, რომელსაც თითქმის არ აქვს "სამეფო რბოლებში" გამოსვლის გამოცდილება.

რვა წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული ჯენსონის კარიერით. ის
ფორმულა 1-ში 12 წელია გამოდის და კარგად იცის რას ნიშნავს იყოს მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი. ჯენსონს ეხერხება პრესასთან და სპონსორებთან მუშაობა, ვარჯიშების დაგეგმვა, დიეტის შერჩევა. ახლა ის თავის გამოცდილებას სხვა პილოტებს გაუზიარებს", - ამბობს რიჩარდ გოდარტი.

* * *
"რედ ბულის" ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ავტოსპორტის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნიუი დაჯილდოვდა ბოლო 30 წლის განმავლობაში საავტომობილო წარმოებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. ცერემონია ლონდონში გაიმართა და "რედ ბულის" ტექნიკურ შეფს ჯილდო მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დეიმონ ჰილმა გადასცა.

ასე რომ, ნიუი ისეთი დიადი პიროვნებების გვერდით დადგა, როგორებიც არიან როს ბრაუნი, ფრენკ უილიამსი, სტირლინგ მოსი, ჯეკი სტიუარტი და ბერნი ექლსტოუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ბერნი ექლსტოუნს მაგ სიაში მართლა რა ესაქმება?! მაგის პირადი დამსახურებაა F1-ის რბილად რომ ვთქვათ "გაუბრალოება" და ფულის საკეთებელ სპორტად გადაქცევა.
Irakli
12:42 19-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული