ახალი უქმეები დაიწყო

AutoSharing Option
ერთწლიანი შესვენების შემდეგ ფორმულა 1 ნიურბურგრინგზე დაბრუნდა. გერმანია პილოტებს ტრადიციული ღრუბლიანი ამინდითა და მაღალი ტენიანობით შეხვდა, თუმცა პრაქტიკის დროს წვიმა არ წამოსულა.

პირველ სესიაში ნიკო ჰიულკენბერგმა პოლ დი რესტა შეცვალა "ფორს ინდიას" საჭესთან, ნარაიან კართიკეიანმა HRT-ში ვიტანტონიო ლიუცის ადგილი დაიკავა, ხოლო კარუნ ჩანდჰოკმა მთელი უქმეები იარნო ტრული ჩაანაცვლა "ლოტუსის" რიგებში.

გუნდები ნიურბურგრინგს ბევრი ტექნიკური სიახლით ეწვივნენ, ასე რომ, საბურავების დამატებითი კომპლექტი, თუნდაც უცნობი მახასიათებლებით, მისწრება იყო მათთვის.

საუკეთესო შედეგები რბილი საბურავებით დაფიქსირდა. წრეზე საუკეთესო დრო ფერნანდო ალონსოს ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო
ბოლო ათ წუთში მოხდა: მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ბუემის ტრასიდან გადავარდნა. გერმანელი იოლად გადაურჩა ამ ინციდენტს, ბუემის უფრო მეტი პრობლემა შეექმნა.

I პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - 1:31.894
2. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.323
3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.374
4. ფელიპე მასა (ფერარი) - +0.787
5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.102
6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +1.734
7. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.893
8. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1.938
9. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +1.964
10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1.969
11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - ++2.200
12. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +3.221
13. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +3.477
14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +3.495
15. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +3.550
16. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +4.477
17. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4.498
18. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +4.948
19. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +4.988
20. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6.610
21. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +6.871
22. დანიელ რიკარდო (HRT) - +7.385
23. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +8.215
24. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +8.534

* * *
არც მეორე სესიის დროს წამოსულა წვიმა, რითაც გუნდებმა გააგრძელეს სიახლეებზე მუშაობა და თან საბურავების ორი შემადგენლობა შეამოწმეს ცვეთაზე. ტრადიციული "მედიუმისა" და "სოფტის" ნაცვლად გამოიყენებოდა ექსპერიმენტული რბილი შემადგენლობა, რისი წყალობითაც პილოტებმა უფრო დიდი დისტანცია გაიარეს, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებდნენ.

სესიის დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ დანიელ რიკარდომ ტრასის მიღმა გააჩერა მანქანა - HRT-ს ძრავამ უმტყუნა. ბევრმა პილოტმა ვერ აიცილა თავიდან ტრასიდან გადავარდნა, თუმცა სერიოზული გართულებების გარეშე. ჯენსონ ბატონმა და სებასტიან ბუემიმ ვადაზე ადრე დაასრულეს სესია ტექნიკური პრობლემების გამო.
ამჯერად პრაქტიკა მარკ უებერმა მოიგო - მან მეათედ წამზე უკეთესი დრო აჩვენა, ვიდრე პირველ სესიაში ალონსომ.

II პრაქტიკა
1. მარკ უებერი (რედ ბული) - 1:31.711
2. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0.168
3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.373
4. ფელიპე მასა (ფერარი) - +0.643
5. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.700
6. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0.846
7. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +1.013
8. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +1.387
9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +1.427
10. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1.500
11. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +1.514
12. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1.588
13. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.402
14. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2.633
15. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2.776
16. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +2.780
17. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +3.285
18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +4.042
19. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5.229
20. კარუნ ჩანდჰოკი (ლოტუსი) - +5.537
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5.602
22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6.434
23. დანიელ რიკარდო (HRT) - +9.026
24. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - დროის გარეშე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული