ნიკო ასიანი გახდება

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი ამ კვირას უნგრეთში თავის საიუბილეო, მეასე გრანპრის ჩაატარებს. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის კეკე როსბერგის ვაჟი 2006 წლიდან გამოდის ფორმულა 1-ში და დღემდე ერთი რბოლაც არ აქვს მოგებული - ეს ერთ-ერთი სარეკორდო სერიაა ჩემპიონატის ისტორიაში, მაგრამ გერმანელს სტატისტიკა არ ანაღვლებს.

"უნგრეთში მეასე გრანპრის ჩავატარებ - საოცარი ციფრია, თუნდაც იმიტომ, რომ მამაჩემი მთელი კარიერის განმავლობაში 114-ჯერ გავედა სტარტზე. სასიამოვნოა იუბილე, მაგრამ საერთო ჯამში სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ.

მოუთმენლად ველი უნგრეთის გრანპრის. მომწონს ჰუნგარორინგი. იმედი მაქვს, ამჯერად უკეთ ჩაივლის ყველაფერი,
ვიდრე შარშან, როცა ფინიშამდე ვერ მიავაღწიე. უნდა გავერკვეთ სარბოლო მახასიათებლებში, რადგან ნიურბურგრინგზე კვალიფიკაციაში მანქანა ისევ უფრო კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე რბოლისას. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას გადავწყვეტთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ", - ამბობს "მერსედეს გრანპრის" პილოტი.

* * *
ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "რედ ბულის" ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი უახლოეს დღეებში ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს ავსტრიულ საჯინიბოსთან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბევრი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, თითქოს უებერს "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ან "ტორო როსოს" რომელიმე წევრი შეცვლიდა, მაგრამ ახლა განცხადებით გამოვიდა "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი - მისი თქმით, უებერთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვეტილია და კონტრაქტზე ხელის მოწერა უბრალო ფორმალობა გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული