ორასიანი ბატონი და უცვლელი "ზაუბერი"

AutoSharing Option
ამ კვირას გასამართი უნგრეთის გრანპრის წინ "ზაუბერის" ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში პილოტთა შემადგენლობა უცვლელი დარჩება. გუნდის მფლობელის - პიტერ ზაუბერის თქმით, მას სავსებით აკმაყოფილებს კამუი კობაიასისა და სერხიო პერესის მუშაობა.

"ორივე პილოტი ჩვენს მოლოდინს აჭარბებს. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მაგრამ თითქმის არაფრით ჩამოუვარდებიან უფრო გამოცდილ მეტოქეებს. მოხარულები ვართ, რომ არ შევცდით ჩვენს არჩევანში. კამუისა და სერხიოს წინ დიდი წარმატება ელით", - ამბობს პიტერ ზაუბერი.

* * *
"ლოტუსის" წევრი იარნო ტრული დაიბრუნებს მალაიზიური საჯინიბოს საპრიზო პილოტის სტატუსს. როგორც
იცით, ერთი კვირის წინ გერმანიის გრანპრიზე იტალიელი პილოტი ინდოელმა კარუნ ჩანდჰოკმა შეცვალა, მაგრამ ძალიან წარუმატებლად, რადგან ინდოელი გამარჯვებულს ოთხი წრით ჩამორჩა.

"ისევ საქმეში ვარ, - განაცხადა ტრულიმ. - მიხარია, რომ ასე სწრაფად შევძელი დაბრუნება. მოუთმენლად ველი უნგრეთში რბოლას და დადებით შედეგზე ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასასრული ძალიან საინტერესო გამოვა".

* * *
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ უნგრეთის გრანპრი საიუბილეო იქნება "მერსედეს გრანპრის" პილოტ ნიკო როსბერგისთვის - გერმანელი მეასედ გავა ტრასაზე.

"ჰუნგარორინგის" რბოლას კიდევ ერთი იუბილარი ეყოლება. "მაკლარენის" ბრიტანელი წევრისთვის ჯენსონ ბატონისთვის ეს იქნება კარიერაში რიგით მეორასე ეტაპი. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ საიუბილეო რბოლა წარმატებით ჩაივლის.

"არც კი მჯერა, რომ უკვე ამდენი სტარტი დამიგროვდა. თუმცა ზუსტად იგივე ენერგია და შემართება მაქვს, რაც 2000 წელს, როცა სადებიუტო რბოლა ჩავატარე. იმედი მაქვს, ასეთი იუბილე კარგი შედეგით დასრულდება. ამის მჯერა, რადგან "ჰუნგარორინგი" ძალიან ჰგავს მონაკოს, იქ კი ორი თვის წინ ჩვენი ბოლიდები ძალიან სწრაფები იყვნენ", - ამბობს Autosport-სთვის მიცემულ კომენტარში ბატონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული