ფოლკსვაგენი მოდის

AutoSharing Option
ფორმულა 1უკვე რამდენიმე წელია დადის ჭორი იმის შესახებ, რომ გერმანული ავტოკონცერნის "ფოლკსვაგენის" საქარხნო გუნდი ფორმულა 1-ში მოღვაწეობას აპირებს. კომპანიამ, შესაძლოა, ჩემპიონატში საკუთარი გუნდი გამოიყვანოს ან სხვა მიმართულებით იმუშაოს, მაგალითად, სხვადასხვა ძრავების ძრავების მიმწოდებლის სტატუსით.

აქამდე ყველა ჭორს კომპანიის წარმომადგენლები უარყოფდნენ, მაგრამ ამჯერად "ფოლკსვაგენის" სპორტული განყოფილების ხელმძღვანელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ კონცერნი მართლაც განიხილავს ასეთ შესაძლებლობას...

"შემიძლია დავასახელო ფორმულა 1-ში ჩვენი მისვლის მიახლოებითი თარიღი. სავარაუდოდ, ეს იქნება 2018 წელი. ჩვენ ბევრი ბრენდი გვაქვს, რომლის სახელითან შეიძლება ეს გუნდი ჩემპიონატში გამოვიდეს", -
ამბობს დიურჰაიმერი.

მართლაც, იმ ბრენდებს შორის, რომელიც "ფოლკსვაგენს" ეკუთვნის, ბევრი ცნობილი სარბოლო სახელია - "აუდი", "ლამბორჯინი", "პორშე", "შკოდა", "ბუგატი"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული