მერსედესი ფორმულადან არ წავა?..

AutoSharing Option

მიმდინარე სეზონის წინ ფავორიტის სტატუსის მიუხედავად, "მერსედესმა" ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და ვერ შეძლო 2010 წელს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა. ამის გამო გაჩნდა ჭორები, თითქოს გერმანულმა ავტოგიგანტმა ფორმულა 1-ის დატოვება განიზრახა. მაგრამ გუნდის შეფობა ამ ხმებს არ ადასტურებს.

"ჩვენ შესამჩნევად შევამცირეთ ბიუჯეტი და ჯერ კიდევ ვმონაწილეობთ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში, იმ დროს, როცა სხვა ავტომწარმოებლებმა დატოვეს სპორტის ეს სახეობა. კვლავაც მიგვაჩნია, რომ როს ბრაუნის გუნდის შეძენით შესანიშნავი ინვესტიცია განვახორციელეთ", - ამბობს "მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფი ნორბერტ ჰაუგი.
"ახლა მთავარი - მობილიზებაა.

ცხადია, რომ დღეისთვის იქ არ ვიმყოფებით, სადაც ვგეგმავდით, მაგრამ ასეთია რბოლების ხასიათი. მე და როს ბრაუნი დიდი ხანია ამ საქმეში ვართ და ვგრძნობთ, რომ გუნდს პოტენციალი გააჩნია. მართალია, დღეს ლიდერებს ჩამოვრჩებით, მაგრამ მოვასწრებთ მათ დაწევას", - ოპტიმისტურად არის განწყობილი ჰაუგი.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული