გასოლი ფორმულაში მიდის

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი პაუ გასოლი, შესაძლოა, ფორმულა 1-ის გუნდის HRT-ის მფლობელი გახდეს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, 31 წლის კალათბურთელი 48 მილიონი ევროს გადახდას აპირებს საჯინიბოს შესაძენად. გასოლი იყენებს იმ ფაქტორს, რომ კომპანია Thesan Capital-მა ჯერ ვერ შეძლო HRT-ის შეძენაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა.

ამასთან, გასოლი უკვე მიიჩნევა ესპანური საჯინიბოს აქციონერად, რაც მას 22 აგვისტომდე HRT-ის შეძენის უპირატესობას ანიჭებს.

იმავე AS-ის ცნობით, "ლეიკერსის" წევრი HRT-ის აუთსაიდერთა რიგებიდან გამოყვანას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული