ჰემილტონი: ჯერ კარგად უნდა დავისვენო

AutoSharing Option
თურქეთის გრანპრი შეტანილი იყო 2012 წლის ჩემპიონატის კალენდრის წინასწარ ვერსიაში, მაგრამ გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ საგაისო განრიგის კორექტირებულ ვარიანტში ისტანბულ-პარკის რბოლას ვერ ვხედავთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ბერნი ექსლტოუნი მზად იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის, როცა ორჯერ გაზარდა რბოლის ჩატარებისთვის გადასახადი - 2012 წლიდან ეს თანხა 13-დან 26 მილიონამდე გაიზარდა.

თუმცა გუშინ, თურქეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა მუმთაზ თაჰინჯიოგლუმ განაცხადა, რომ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა გამართა და ქვეყნის გრანპრის კალენდარში დაბრუნების იმედი აქვს.

"ჩვენ ვცდილობთ თურქეთში ფორმულა 1-ის ეტაპის შენარჩუნებას და მთავრობაში
მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ამ მიზნის შესასრულებლად, - ამბობს პრეზიდენტი. - ექსლტოუნს თურქეთში მოვიწვევთ და მასთან მოლაპარაკებებს გავმართავთ".

* * *
"მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ბელგიის გრანპრის (28 აგვისტო) წინ კარგად დასვენებას აპირებს. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონისთვის უნგრეთის ეტაპი არც ისე წარმატებული გამოდგა - ლუისის მანქანას კარგი ტემპი ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელი პილოტი მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა.

"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მე და ჯენსონმა დუბლის შესრულება ვერ შევძელით. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ბრალია. არ მინდა იმ რბოლის გახსენება. ახლა ერთთვიანი არდადეგების დრო დადგა და კარგად დასვენებასა და გართობას ვაპირებ.

გუნდმა კარგად იმუშავა იმისთვის, რომ სეზონის შუაში მე და ბატონი მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო ჩათვლის ზედა ნაწილში ვყოფილიყავით.
ძალიან სამწუხაროა, რომ უფრო მეტი ქულის დაგროვება ვერ შევძელი, მაგრამ ვფიქრობ, მომავალი რბოლისთვის ნორმაში ჩავდგები", - ამბობს ჰემილტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული