ბატონი ყველაზე მოდურია

AutoSharing Option
ამერიკულმა ჟურნალმა Vanity Fair-მა ტრადიციულად წლის ყველაზე მოდურად ჩარცმული ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. მამაკაცთა პირველ ათეულში მოხვდა "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი. მის გვერდით ვხედავთ პოპ-მომღერალს ჯასტინ ტიმბერლეიკს, მსახიობ კოლინ ფერტსა და შოუ-ბიზნესის სხვა ცნობილ წარმომადგენლებს.

საინტერესოა, რომ ბატონი ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც Vanity Fair-ის ექსპერტებმა მოდურად ჩაცმის მხრივ გამოარჩიეს. თუმცა ქალების სიაში ვხედავთ ცურვაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილ წევრს შარლინ უიტსტოკს (მეათე ადგილი), ოღონდ ის რეიტინგში კარგი ჩაცმულობის გამო არ შესულა: ერთი თვის წინ შარლინი მონაკოს პრინცის ალბერ II-ის მეუღლე გახდა და
ქმართან ერთად აღმოჩნდა გამორჩეულთა სიაში.

* * *
უკვე ბევრი დაიწერა "მაკლარენიდან" ლუის ჰემილტონის წასვლის შესახებ. ცნობილია, რომ ბრიტანელი პილოტი მონრეალში კრისტიან ჰორნერს შეხვდა და პრესამ მაშინვე დაიწყო ლუისის "რედ ბულში" სავარაუდო ტრანსფერის შესახებ მსჯელობა.

ბუდაპეშტში ჰემილტონი პიტ ფრაის გვერდით შეამჩნიეს და მომდევნო დღეს ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი "ფერარიში" გადადის. თუმცა ლუისმა ესპანური Aშ-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს:

"ფერარიში" გადასვლას არ ვგეგმავ, არ ვზრუნავ ამისთვის. ვერც იმას ვგრძნობ, რომ ერთხელ მომიწევს ამის გაკეთება. თუმცა ჩვენ ლეგენდარულ გუნდზე ვლაპარაკობთ და არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

სადებიუტო სეზონში ბევრი რამ ვისწავლე ფერნანდო ალონსოსგან. ესპანელი - ძალიან სწრაფი და უნიჭიერესი პილოტია, რომელიც ბოლომდე იხარჯება რბოლებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული