ინდოეთს ორი გრან-პრი უნდა

AutoSharing Option

მომავალ სეზონში დებიუტი ექნება ინდოეთის გრან-პრის, თუმცა აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო ქალაქ ნიუ დელიში ახალი ტრასის კონფიგურაცია და ავტოდრომის პროექტი. გუშინ, ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ჰერმან ტილკეს ბიურომ საკუთარ ვებგვერდზე მომავალი ავტოდრომის რამდენიმე ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელიც საერთო წარმოდგენას შეგიქმნით ინდოეთის გრან-პრის საავტომობილო კომპლექსზე. სხვა დეტალებზე ტილკე არ აქვეყნებს.

უშუალოდ ტრასის შესახებ მხოლოდ მისი სიგრძე გახდა ცნობილი. ადრე წერდნენ, რომ ერთი წრე ხუთ კილომეტრზე ნაკლები იქნებოდა, ახლა ეს ციფრი 5,1 კილომეტრს გაუტოლდება.

ამასობაში, ინდოეთის მთავრობამ უცნაური და ამბიციური გეგმის შესახებ ამცნო

სპრტულ სამყაროს - ამ ქვეყანას ფორმულა 1-ის ორი გრან-პრის ორგანიზება სურს. როგორც ირკვევა, ნიუ დელის ავტოდრომის პარალელურად, ქალაქ მუმბაიში ფორმულას კიდევ ერთი ტრასა აშენდება. ამასთან დაკავშირებით, მუმბაის პროექტის ავტორები 17 აგვისტოს ფორმულა 1-ის შეფობას შეხვდებიან და იქ განიხილავენ ინდოეთში ორი ეტაპის ჩატარების შესაძლებლობას.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული