ბატონი სამუშაოზე გამოდის

AutoSharing Option
"მაკლარენის" ბრიტანელმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა ბელგიის გრანპრის წინ ერთთვიანი არდადეგების ბოლო დღეები საფრანგეთის სამხრეთით გაატარა.

ავტომრბოლის კუთვნილ იახტაზე ჯენსონთან ერთად მისი გერლფრენდი, იაპონელი მოდელი ჯესიკა მიჩიბატაცაც იყო. სულ ცოტა ხნის წინ ეს წყვილი ჰავაის კუნძულებზე ისვენებდა, ახლა საფრანგეთის სანაპიროზე შეამჩნიეს. ამჟამად იახტა მონაკოში მილიონერებისთვის განკუთვნილ ყურეში დგას.

ბატონი კარგი განწყობით გაემგზავრა არდადეგებზე. შეგახსენებთ, რომ უნგრეთში ჯენსონი კარიერაში მეორასე რბოლას ატარებდა და ის ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული