გერმანული Auto Motor und Sport-ის ჟურნალისტებმა განვლილ ეტაპებზე მანქანების საიმედოობის ცხრილი შეადგინეს. ამ ჩემპიონატში ყველაზე საიმედო ტექნიკა "ფერარის" აქვს - "სკუდერიას" პილოტებმა საერთო დისტანციის 99.8 პროცენტი გაიარეს. წითელი ბოლიდი ერთადერთხელ გამოეთიშა რბოლას - ესპანელი ფერნანდო ალონსოს მალაიზიის გრან-პრის ბოლო წრეზე გაუჩერდა მანქანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ "რედ ბულის" მანქანის არასაკმარის საიმედოობაზე, ეს გუნდი მეორე ადგილს იკავებს - მან დისტანციის 93.1 პროცენტი გაიარა და სამჯერ გამოეთიშა რბოლას.
მესამე ადგილზეა "მერსედეს გრან-პრი" - გერმანულმა გუნდმა არც ისე სწრაფი, მაგრამ საიმედო მანქანა
საოცარია, მაგრამ სამ დებიუტანტზე უკან აღმოჩნდა და ბოლო ადგილზე იმყოფება გამოცდმილი "ზაუბერი" - ამ საჯინიბომ საერთო მანძილის 50 პროცენტზე ოდნავ მეტი დაფარა, ათი ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და სამჯერ მოხვდა ავარიაში.
მოცემული ცხრილის მიხედვით, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება. მაგალითად, ამ შემთხვევაშიც დადასტურდა, რომ "ფერარის" კონკურენტებზე ნელი მანქანა ჰყავს. მართალია, ეს გუნდი სტაბილურად ფარავს დისტანციას, მაგრამ ამის მიუხედავად, კონსტრუქტორთა თასზე მაინც ჩამორჩება ლიდერებს - "რედ ბულსა" და "მაკლარენს". ასე რომ, ფორმულა 1-ში მთავარი მაინც მანქანის სისწრაფეა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ სიჩქარის ნაკლებობას უჩივის ამ სეზონში "მერსედეს გრან-პრის" ლეგენდა მიხაელ შუმახერი.
ფ ტ.პ ა წ ქ
Ferrari 23 1 0 1471 (99,8%) 238
Red Bull 21 1 2 1373 (93.1%) 312
Mercedes 22 2 0 1367 (92,7%) 132
McLaren 21 2 1 1347 (91,4%) 304
Renault 18 4 2 1274 (86,4%) 106
Williams 20 1 3 1269 (86,1%) 40
Force India 19 3 2 1260 (85,5%) 47
Toro Rosso 17 4 3 1184 (80,3%) 10
Lotus 12 9 3 1049 (71,1%) 0
HRT F1 13 8 3 1043 (70,7%) 0
Virgin 12 11 1 962 (65,2%) 0
Sauber 11 10 3 854 (57,9%) 23
შენიშვნა: ფ - ფინიში; ტ.პ. - ტექნიკური პრობლემა; ა - ავარია; წ - გავლილი წრეები (სულ 1474); ქ - ქულები