რა არის სიმულატორი?

AutoSharing Option

სეზონის მსვლელობისას ტესტების აკრძალვამ ფორმულა 1-ის გუნდები აიძულა ტრასებზე რეალური სამუშაო აეროდინამიკურ მილსა და კომპიუტერულ მოდელირებაში გადაეტანათ. დღეს ლაპარაკი გვექნება მუშაობის იმ მიმართულებაზე, რომელშიც რთული კომპიუტერული სისტემები გამოიყენება - ეს გახლავთ მანქანების ვირტუალური სიმულატორები.

ფორმულა 1-ის გუნდები ორი ტიპის სიმულატორებს იყენებენ - სტატიკურსა და დინამიკურს. სტატიკურის შემთხვევაში გამოიყენება რეალური ან მასთან მიახლოებული მონოკოკი - ის ხისტად არის დამაგრებული დიდი სფეროსებრი ეკრანის წინ. ეკრანზე ჩანს გამოსახულება, რომელიც კონკრეტული ტრასის იმიტაცია გახლავთ. ამ ტრასას პილოტი საჭის, სატერფულებისა და მართვის სხვა ორგანოების საშუალებით

გადის. გამოსახულება და ტრასის წვრილმანი მახასიათებლები ძალიან ზუსტად არის გადმოცემული. ჩვეულებრივ, სიმულატორების მწარმოებელი ფირმები რამდენიმე დღით ქირაობენ ავტოდრომებს მათი მაქსიმულურად დეტალური ელექტრონული ასლის შესაქმნელად.

დინამიკური სიმულატორი იმ გადაწყვეტილებებს ეფუძნება, რომელიც ავიაციაში პილოტების მომზადებისას გამოიყენება. პირველი ასეთი ტრენაჟორი პრიმიტიულ ელექტრომექანიკურ პლატფორმაზე აშშ-ში ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა. მისი დანიშნულება იყო ძრავის ამუშავებასა და ასაფრენად მზადებაში ვარჯიში. ათი წლის შემდეგ სისტემა დაიხვეწა და უკვე შესაძლებელი იყო ფრენის იმიტაცია და საჰაერო ხომალდის პოზიციის სამგანზომილებიანი კონტროლი. თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო მეტის მიღწევის საშუალებას იძლევა.
ბევრი საჯინიბო პატარა ჰოლანდიური კომპანიის - Cruden BV-ის სიმულატორებს იყენებს. ეს ფირმა გასართობ ბაზარზე Hextech-ის ბრენდით არის ცნობილი. Cruden BV-ის საბაზო სიმულატორებს ახალგაზრდა პილოტების სწავლებისთვის ირჩევენ - დამწყები ავტომრბოლები მანქანის მრავალრიცხოვანი სისტემების მართვაში ოსტატდებიან. ამ სიმულატორს გამოცდილი პილოტებიც იყენებენ - ისინი ვირტუალური "ბოლიდის" გამოყენებით კონკრეტული მოსახვევების გავლაზე არიან კონცენტრირებულნი, აქვე ცდიან საკუთარი გუნდების მიერ შემუშავებულ რეალურ ტექნიკურ სიახლეებს.

პროგრამული უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ, Racer-სა და rFactor-ის ალგორითმებს ეფუძნება, რაც ჩვეულებრივი გულშემატკივრისთვისაც ხელმისაწვდომია. მაგრამ ამ სიმულატორებს ბევრი სხვა მახასიათებელი აქვს დამატებული, რომელიც ითვალისწინებს აეროდინამიკის ელემენტებს, ასფალტის საფარის თავისებურებას, საბურავების ცვეთას... შედეგად, ინჟინრებს სიმულატორების წყალობით შეუძლიათ დაადგინონ ახალი აეროდინამიკური ელემენტების დამოკიდებულება მანქანის ბალანსზე, მოისმინონ მრბოლელების კომენტარები, გაარკვიონ მომავალი სამუშაოს მიმართულება.

შესაძლებელია საპირისპირო პროცესი - გუნდს საშუალება აქვს შექმნას ვირტუალური მანქანა პილოტის მოთხოვნების შესაბამისად. აქ ითვალისწინებენ კონკრეტული ავტომრბოლის მართვის სტილს, საჭესთან მუშაობას, მუხრუჭების ბალანსს... ხშირად, ასეთი სიმულატორების შექმნა რეალური მანქანის კონსტრუქციის აგებისას გამოუყენებიათ.

გამოიყენება უფრო უჩვეულო მიდგომებიც. მაგალითად, შემთხვევითი ძიების მეთოდი, როცა კომპიუტერი აეროდინამიკური ელემენტების სხვადასხვა ვარიანტს არჩევს, ცვლის მათ თვისებებსა და ზომებს და კონკრეტული ტრასისთვისა თუ მოსახვევისთვის ოპტიმალურ ვარიანტს გვთავაზოს. მართალია, ნაპოვნი გადაწყვეტილებები ყოველთვის ვერ გადააქვთ ცხოვრებაში, მაგრამ ეს ხანდახან საშუალებას იძლევა საკითხს სხვა მხრიდან შეხედონ.

პილოტები აქტიურად იყენებენ სიმულატრებს გრან-პრისთვის მოსამზადებლად და სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად. ვირტუალური მანქანა საიმედოა, არ სჭირდება საწვავის ჩამატება და საბურავების შეცვლა. შედარებისთვის, ხერესზე რეალური სამდღიანი ტესტების პროგრამას სიმულატოროის მეშვეობით 10 საათში გაივლით.

რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში კომპიუტერები ვერ შეცვლიან "ცოცხალ" სამუშაოს, მაგრამ პროგრესი აშკარაა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული