ლუისი ჰავაიში ერთობა

AutoSharing Option

"მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი და მისი შეყვარებული, ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტი ნიკოლ შერცინგერი აქტიურ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. წყვილი დროს ჰავაის კუნძულებზე ატარებს და ერთ დღეს სპორტის იქაურ პოპულარულ სახეობაში (მდინარეზე სერფინგით დაშვება) მოსინჯა ძალა.

ადგილობრივმა ინსტრუქტორებმა მიიჩნიეს, რომ შერცინგერი უფრო იოლად შეძლებდა სერფინგზე თავის შეკავებას, რადგან სცენაზე მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ცეკვავს. მათმა ვარაუდმა გაამართლა - ნიკოლმა ნიჩაბი ჩაიბარა და კარგად გაართვა თავი ამოცანას, იმ დროს, როცა მისი შეყვარებული დაფაზე იჯდა და მდინარეზე დაშვებისას დიდი ინიციატივა არ გამოუჩენია.
"სანამ გავიზრდებოდი,

ზედმეტად მორცხვი ვიყავი. ამასთან, მოუქნელი, მაღალი და გამხდარი. საკუთარი თავი საზიზღარი იხვის ჭუკი მეგონა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ჩემი აზრით, პირველი რიგში, ადამიანში შინაგანი სილამაზეა მნიშვნელოვანი.

ეჭვგარეშეა, რომ ჯგუფში გამოსვლამ საკუთარი თავი მაპოვნინა, მივხვდი ვინ ვიყავი სინამდვილეში. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ყოველი ქალი შეიძლება გახდეს ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული და სექსუალური", - ამბობს შერცინგერი.

ლელო
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული