"მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი და მისი შეყვარებული, ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტი ნიკოლ შერცინგერი აქტიურ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. წყვილი დროს ჰავაის კუნძულებზე ატარებს და ერთ დღეს სპორტის იქაურ პოპულარულ სახეობაში (მდინარეზე სერფინგით დაშვება) მოსინჯა ძალა.
ადგილობრივმა ინსტრუქტორებმა მიიჩნიეს, რომ შერცინგერი უფრო იოლად შეძლებდა სერფინგზე თავის შეკავებას, რადგან სცენაზე მუდმივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ცეკვავს. მათმა ვარაუდმა გაამართლა - ნიკოლმა ნიჩაბი ჩაიბარა და კარგად გაართვა თავი ამოცანას, იმ დროს, როცა მისი შეყვარებული დაფაზე იჯდა და მდინარეზე დაშვებისას დიდი ინიციატივა არ გამოუჩენია.
"სანამ გავიზრდებოდი,
ეჭვგარეშეა, რომ ჯგუფში გამოსვლამ საკუთარი თავი მაპოვნინა, მივხვდი ვინ ვიყავი სინამდვილეში. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ყოველი ქალი შეიძლება გახდეს ძლიერი, თავის თავში დარწმუნებული და სექსუალური", - ამბობს შერცინგერი.
ლელო