დიდი მზადება სინგაპურისთვის

AutoSharing Option

სინგაპურის გრან-პრის ორგანიზატორებმა მომავალი რბოლის რეკლამისთვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები დაგეგმეს. ისევე როგორც გასულ წელს, ისინი გრანდიოზული კულტურული პროგრამის მოწყობას აპირებენ. შარშანდელ კონცერტზე (Formula 1 Rocks) ჯგუფი ZZ Top გამოდიოდა, წლევანდელ პროგრამაში კი გათვალისწინებულია მერაია ქერის, მისი ელიოტის, ადამ ლამბერტისა და ამერიკული ჯგუფის - Daughtry-ის გამოსვლა.

გარდა ამისა, ეტაპის ორგანიზატორები ტრასის განსაკუთრებულად გალამაზებაზე ზრუნავენ. მათ სპეციალური კონკურსი გამოაცხადეს იმ გოგონების შესარჩევად, რომლებიც სასტარტო ბილიკზე პილოტების გვერდით იდგებიან.
მკაცრი კასტინგის შედეგად 300 კანდიდატიდან 51 გოგონა აირჩიეს - სწორედ მათ ვიხილავთ ეტაპის დაწყებამდე ტრასაზე.

თუმცა ამ 51-დან კიდევ 12 გოგონა გამოარჩიეს. ფინალური ჯგუფის მონაწილეები 10 ათასი დოლარის ოდენობის სპეციალური პრიზისთვის იბრძოლებენ. გარდა ამისა, გამარჯვებულს გრან-პრის ოფიციალურ ცერემონიაზე სინგაპურის დროშის ჩამოტარების უფლება ექნება.
ფინალური კონკურსი ორი ნაწილისგან შედგება - თორმეტივე გოგონა რამდენიმე წრეს გაივლის ფორმულა 1-ის სიმულატორზე, გარდა ამისა, სპეციალურ ვებგვერდზე მათ გულშემატკივრები ხმებს მისცემენ. საუკეთესო დროისა და ყველაზე მეტი ხმის მფლობელი გამარჯვებული გახდება. მის გვარს 16 სექტემბერს გამოაცხადებენ.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული