ლაუდას ფავორიტი ფეტელია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის რბოლებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ მიმდინარე სეზონის თაობაზე ისაუბრა. დიდი ავსტრიელი მარკ უებერისა და "რედ ბულის" ლიდერობას კანონზომიერებად მიიჩნევს, მაგრამ ჩემპიონატის ფავორიტად სებასტიან ფეტელს ასახელებს.

"რაღა თქმა უნდა, უებერი სამართლიანად ლიდერობს. საერთო ჩათვლას სათავეში ყველაზე მეტი ეტაპის მომგები პილოტი და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე გუნდი უდგანან. მარკმა ოთხი რბოლა მოიგო, ხოლო მისმა მდევრებმა ჰემილტონმა, ფეტელმა, ბატონმა და ალონსომ – ორ-ორი. ეტაპის მოგება მიუთითებს, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებელის მიღების უნარი გაქვს. ზოგჯერ ეს იღბლის ელემენტია, მაგრამ ხომ ამბობენ, ძლიერებს
უმართლებთო?

"რედ ბულს" უსწრაფესი მანქანები აქვს და ყოველთვის მჯეროდა, რომ მათი ლიდერობა მხოლოდ დროის საკითხია, მთავარია ადამიანური ფაქტორითა და ტექნიკით გამოწვეული შეცდომები გამოსწორდეს. თეორიულად დღეს სებასტიან ფეტელია ფავორიტი, მაგრამ შედეგიც ხომ უნდა აჩვენოს..." – განაცხადა ლაუდამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული