სპას საფრთზე დაემუქრა

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი - ბელგიის გრან-პრი სპას ავტოდრომზე ჩატარდება. ეს არის "სამეფო რბოლების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ტრასა, ისევე როგორც მონაკო, მონცა ან სილვერსტოუნი. შეახსენებთ, რომ ბელგიური რბოლა უკვე რამდენიმე წელია კალენდრიდან ამოღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საქმე ისაა, რომ ტრასამ, რომელიც ფაქტობრივად მუნიციპალურ გზებზეა დაგებული, ამოწურა რეკონსტრუქციის შესაძლებლობები. სპამ უკვე რამდენჯერმე გამოტოვა ჩემპიონატი, მაგრამ ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უდიდესი მონდომებით უბრუნდებოდა კალენდარს. ამისთვის მთავრობა ფულს არასოდეს იშურებდა.

ფორმულა 1-ის მფლობელებთან ბელგიელების კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს იწურება.

საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს გამოჩნდა ბევრი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება სურს. მართალია, კალენდარიც იზრდება, მაგრამ ის ყველა მსურველს ვერ დაიტევს. როგორც იცით, წელს ფორმულა 1-ში დებიუტი აქვს კორეას, გაისად ინდოეთი ჩაჯდება კალენდარში. რიგში არიან - აშშ, რუსეთი და იტალიის დედაქალაქი რომი.
სპას ავტოდრომის დირექტორი ანდრე მაესი აღიარებს: "არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბერნი ექლსტოუნი მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კანდიდატებთან და კონკურენციაც იზრდება. ხომ ხედავთ, საფრანგეთმა დაკარგა ეტაპი, ბრიტანელებმა კი დიდი გაჭირვებით შეინარჩუნეს სილვერსტოუნის რბოლა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ კონტრაქტის გასაგრძელებლად. ამის დიდი სურვილი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული