კიმი არ დაბრუნდება

AutoSharing Option

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი აცხადებს, რომ აღარ დაბრუნდება "სამეფო რბოლებში". თუ ფინელის სიტყვებს დავუჯერებთ, ის კარგად გრძნობს თავს რალის ჩემპიონატში და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც აქ გააგრძელებს კარიერას.
"არ მგონია ოდესმე ფორმულა 1-ს დავუბრუნდე. არ დაგიმალავთ, რომ მქონდა მომავალ სეზონში "სამეფო რბოლებში" გამოსვლის შანსი, მაგრამ ეს ჩემს კარიერაში განვლილი ეტაპია", - ამბობს რაიკონენი MTV3-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ფინელს ფორმულა 1-ში დებიუტი 2001 წელს "ზაუბერის" შემადგენლობაში ჰქონდა. 2002-06 წლებში "მაკლარენის" ღირსებას იცავდა, სადაც ორჯერ გახდა მსოფლიოს ვიცე

-ჩემპიონი. რაიკონენმა კარიერა "ფერარიში" დაასრულა - იქ მან სამი წელი დაჰყო და 2007 წელს ერთადერთი ტიტული მოიგო. "სკუდერიასთან" 2010 წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი შარშან, გუნდის ინიციატივით ვადაზე ადრე შეწყდა. კიმმა ცხრა სეზონის განმავლობაში 18 გრან-პრი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული