ფეტელი: ჩემპიონი მე გავხდები!

AutoSharing Option
ფორმულა-1-ის პილოტ სებასტიან ფეტელს ეჭვიც არ ეპარება, რომ სეზონის ბოლოს საჩემპიონო ტიტულს მოიპოვებს.

"ვიცი, რაც შეგვიძლია და ტიტულს არავის დავუთმობ. სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს ის მრბოლი, რომელსაც ყველაზე მეტი პოული აქვს. განვლილი 13 რბოლა არცთუ სტაბილურად გავიარე, მაგრამ ლიდერს მაინც მხოლოდ 31 ქულით ჩამოვრჩები. თუ თავიდან უხეშ შეცდომებს ავიცილებთ, ამ ჩამორჩენას მალევე გავაბათილებ, - აცხადებს "რედ ბულის" პილოტი, - დიახ, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ, როგორც პილოტი, სწორედ ამ შეცდომების გათვალისწინებით ვიზრდები. უიღბლო ვარ? თუკი მხოლოდ ლ
ამაზად წაგება შემიძლია, სპორტის ამ სახეობაში არაფერი მესაქმება. წარუმატებლობებს იოლად ვივიწყებ და ხვალინდელი დღის იმედს არასდროს ვკარგავ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული