კუბიცა რენოში დარჩება?

AutoSharing Option
პოლონელი რობერტ კუბიცა მზად არის "რენოსთან" მრავალწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგული საჯინიბო დაამტკიცებს, რომ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად - წერს ბრიტანული Autosport.
კუბიცასთვის ცნობილია, რომ გასულ წელს "რენოს" დაფინანსებასთან დაკავშირებით სირთულეები ჰქონდა. სწორედ ამის გამო მიიწვიეს გუნდში რუსი ვიტალი პეტროვი, რომლის უკან სერიოზული სპონსორები დგანან. მაგრამ, როგორც ირკვევა, "რენოს" ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება. იგივე Autosport სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საჯინიბოს მეპატრონეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მსხვილ კომპანია MasterCard-თან და მხარეები უკვე მზად არიან ხელშეკრულების
დასაფორმებლად.
სხვათა შორის, "რენოს" თანამფლობელმა ჟერარ ლოპესმა გუნდის შტაბს აცნობა, რომ განიხილება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის კიმი რაიკონენის მიწვევა. ამ ტრანსფერს წინ არაფერი დაუდგება იმ შემთხვევაში, თუ ფინელი ფორმულა 1-ში დაბრუნებას მოინდომებს.
"რენოს" სპორტული დირექტორი ერიკ ბუიე არ მალავს, რომ ყველა ღონეს ხმარობს კუბიცას გუნდში დასატოვებლად: "რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ამის შესახებ რობერტთან არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გუნდს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ პოლონელის თანხმობას".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Drops are good for 10 days after you have mixed up the solution best generic cialis VERACOL POWDER FOR INJECTION 1G VIAL DEMO ABEE GREECE
heenide
09:36 02-06-2024
0

სიახლეები პოპულარული