ამ დაზიანების გამო ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი გამოტოვებს "ლე მანის" სერიის პორტუგალიურ რბოლას, თუმცა 22 აგვისტოს უნგრეთის "ჰუნგარორინგზე" ბრიტანელს ტრასაზე ვიხილავთ.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ლე მანის ინციდენტის შემდეგ გამოჯანმრთელება მისურვა. ეს ძალიან დამეხმარა. მანქანა ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ საბურავის პრობლემებმა და შემდეგ მისმა აფეთქებამ ბარიერს მიმანარცხა", - იხსენებს ინციდენტს მენსელი.
"ფეხთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ყველაფერი წესრიგში მაქვს. ახლა უნგრეთში გასამართ რბოლას ველოდები. ასევე