შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა" დადასტურა შემადგენლობაში ცვლილება - მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო რბოლაში, რომელიც სინგაპურში გაიმართება, გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი პედრო დე ლა როსას შეცვლის. გარდა ამისა, ვეტერანი სეზონის დარჩენილ რბოლებშიც მიიღებს მონიწალეობას. კონტრაქტი 17 სექტემბრიდან შევა ძალაში.
"ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მინდა მადლობა გადავუხადო პედროს უდიდესი პროფესიონალიზმისთვის. ნიკთან კონტრაქტის გაფორმებით ჩვენთან მოვიდა პილოტი, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ჰაიდფელდის დახმარებით გავიგებთ ჩვენი ბოლიდის პოტენციალს", - ამბობს "ზაუბერის ხელმძღვანელი პეტერ ზაუბერი.
პედრო დე ლა როსა: "გაოცებული ვარ გუნდის გადაწყვეტილებით, მაგრამ პატივს ვცემ მას.
ნიკ ჰაიდფელდი: "მოუთმენლად ველოდები მანქანაში ჩაჯდომას და სინგაპურის გრან-პრიზე გამოსვლას. გასული თვეების განმავლობაში არნახულად მოტივირებული ვიყავი. თითქოს შინ ვბრუნდები - შვიდი წელი ვიმუშავე ამ გუნდთან ერთად და არ გამიჭირდება ახალ მანქანასთან შეგუება. მინდა მადლობა გადავუხადო პეტერ ზაუბერს ამ ნდობისთვის".