სენას ფილმი მზად არის

AutoSharing Option

გასული წლის აპრილში ბრიტანულმა ტელეკომპანია Working Title Films-მა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, რომელიც აირტონ სენას ცხოვრებასა და კარიერას ეხება. მუშაობა ახლახანს დასრულდა. ფილმს, რომლის სახელწოდებაა Senna - Beyond the Speed of Sound, პირველად იაპონიაში 8 ოქტომბერს - სუძუკაზე რბოლის შემდეგ აჩვენებენ. ლეგენდარული პილოტის სამშობლოში, კერძოდ, ქალაქ სან პაულუს ექვს კინოთეატრში პრემიერმა 12 ნოემბერს შედგება.

ფილმი გადაღებულია აირტონ სენას ოჯახისა და ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის დახმარებით და ის ლეგენდარული ბრაზილიელის დაბადებიდან 50 წლისთავს ეძღვნება. იაპონიის კინოგაქირავების კომპანიათა წარმომადგენლები აცხადებენ,

რომ უკვე გაყიდულია ბილეთების 60 პროცენტი. ფილმის ვიდეოვერსია ახალი წლისთვის გავრცელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული