სუტილს მიხაელის შემცვლელად ამზადებენ

AutoSharing Option

"ფორს ინდიას" პილოტი ადრიან სუტილი "მერსედეს გრან-პრიში" მიხაელ შუმახერის მთავარ შემცვლელად მოიაზრება. ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ლეგენდარული გერმანელი ამ სეზონის შემდეგ ფორმულა 1-ის დატოვებას გადაწყვეტს.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს "მერსედესის" საჯინიბოსთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ გერმანელი პილოტი ჯერ ვერ აჩვენებს მაღალ შედეგებს და თითქმის ყველა რბოლაში ჩამორჩება თანაგუნდელ ნიკო როსბერგს. სწორედ ამ ფაქტის გამო სულ უფრო ხშირად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ შუმახერმა, შესაძლოა, წლის ბოლოს დატოვოს გერმანული საჯინიბო.
გარდა ამისა, გერმანელ სუტილი "რენოს" მეორე პილოტის სტატუსზე აცხადებს

პრეტენზიას. ადრიანმა ფრანგულ გუნდში რუსი ვიტალი პეტროვი უნდა შეცვალოს. და კიდევ, "მერსედეს გრან-პრი" და "რენო" შემადგენლობის გასაძლიერებლად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის კიმი რაიკონენის კანდიდატურასაც მოიაზრებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული