სინგაპურში მიხაელ შუმახერმა უარყო ბოლოდროინდელი ჭორები სეზონის დასრულების შემდეგ ფორმულა 1-დან სავარაუდო წასვლის შესახებ.
"ასე ვიტყოდი: ჩემი თავიდან მოშორება იოლი არ იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა. - ბუნებრივია, ჩვენი მიზანი - ჩემპიონატის მოგებაა და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. მაგრამ ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება, ჩვენ კი ჯადოქრები არ ვართ. შესაბამისად, ადრიანად შევუდებით 2011 წლისთვის მზადებას და ვეცდებით მაქსიმალურად მაღალი შედეგების მოპოვებას.
გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა ჩემი კარიერის პირველი ფაზა "ბენეტონში" - მაშინ ოთხი წელი დაგვჭირდა ყველაფრის
გუნდებმა, რომლებიც დღეს ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მოდერნიზაციის წლევანდელი პროგრამა უნდა გააგრძელონ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მომდევნო სეზონის სტარტზე მცირე უპირატესობას მოგვცემს.
ბუნებრივია, როცა ჩვენს გუნდში სიტუაცია ცხადი გახდა, შევწყვიტეთ ამჟამინდელი ბოლიდის გაუმჯობესება და სტრატეგია შევცვალეთ. განახლების პროცესი ბევრ სხვადასხვა ელემენტს აერთიანებს - ინჟინრებთან მჭიდრო მუშაობა, ყველა სისტემის შენი მოთხოვნისამებრ წესრიგში მოყვანა... ჩვენ შეზღუდულები ვართ შესაძლებლობებში, უნდა ვიმუშაოთ კონკრეტულ საბურავთან და მანქანასთან, რომელსაც გარკვეული მახასიათებლები გააჩნია. ვგრძნობ, რომ ამ ამოცანების ამოხსნისას ჰარმონია ჯერ ვერ მოვნახე. სწორედ ამ ბალანსის ძიებით ვარ ახლა დაკავებული.
ჯერჯერობით სიტუაცია რთულია, რადგან რბოლებში გამარჯვებისთვის ვერ ვიბრძვით, მაგრამ როგორც მონცას რბოლამ დაგვანახა, შეგვიძლია მისაღები შედეგების მიღწევა და იმედი მაქვს, მომავალ წელს უფრო შორს წავალთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"