Marussia-ს პილოტესა ბოლიდით სატვირთო ავტომობილს შეასკდა

AutoSharing Option
რუსული გუნდის, Marussia F1-ის პილოტესა, რომელიც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლებში მონაწილეობს, თავის სადებიუტო ტესტში ბრიტანული ქალაქ დაკსფორდის აეროდრომში განცდილი ავარიის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველი წრის ბოლოს ესპანელი მრბოლელი მარია დე ვილოტა გუნდის გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა და მძიმე ტრავმებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, ბოლიდი დამუხრუჭების შემდეგ უცბად აჩქარდა. შეჯახება 40 მილი/საათში სიჩქარით მოძრაობისას მოხდა.

Sportall.Geმრბოლელს სამაშველო სამსახურების დახმარება დასჭირდა.

მარია დე ვილოტას დაზიანებების სიმძიმის შესახებ ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ შიშობენ, რომ მას საკმაოდ საშიში ტრავმები აქვს
მიღებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული