სინგაპურის გრან-პრიზე დაშვებული შეცდომის შემდეგ, "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი თავის გულშემატკივრებს პირდება, რომ აღარ იფიქრებს ტიტულის მოპოვებაზე და დარჩენილ ეტაპებზე მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ირბოლებს. შეგახსენებთ, რომ კვირას გამართულ რბოლაში ჰემილტონმა ავსტრალიელი მარკ უებერის გასწრება სცადა, მაგრამ ტრასიდან გადავარდა და 34-ე წრიდან გამოეთიშა რბოლას. ეს იყო მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონის ზედიზედ მეორე წარუმატებლობა.
ახლა ბრიტანელი საერთო ჩათვლის ლიდერ უებერს 20 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი გრან-პრია დარჩენილი.
"წინ კიდევ ოთხი ეტაპია. ჩემი ჩამორჩენა 20 ქულას შეადგენს. ეს სოლიდური სხვაობაა, თუმცა მისი