კომპანია "პორშე" უახლოეს მომავალში ფორმულა 1-ში დაბრუნების პერსპექტივას განიხილავს. გარდა ამისა, ეს გუნდი რალი-რეიდებში გამოჩენასაც აპირებს. ასეთი განცხადება გააკეთა პარიზის ავტოსალონში გერმანული ავტოკონცერნის ახალმა პრეზიდენტმა მატიას მიულერმა. ბოლოს "პორშე" ფორმულა 1-ში 1991 წელს გამოდიოდა - ის გუნდ Footwork-ს ძრავებით ამარაგებდა.
"პორშეს" გარდა არსებობს "აუდი", რომელიც უკვე გამოდის ლე მანის რბოლებში. ჩვენ არ მოგვწონს მათთან კონკურენციის იდეა. ამიტომაც უნდა განვიხილოთ ასეთი ვარიანტი - უკეთესი ხომ არ იქნება ერთი მარკა ლე მანზე გამოვიდეს, მეორე - ფორმულა 1-ში. ერთად უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ
კომპანიები - "აუდი" და "პორშე" გერმანულ კორპორაცია Volkswagen-ს ეკუთვნის, მაგრამ "აუდის" სპორტული განყოფილების შეფმა ვოლფგანგ ულრიხმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ფორმულა 1-ში მისვლას. "ფორმულა და "აუდი"ვერ ეწყობიან ერთმანეთს", - მიაჩნია ულრიხს.
ადრე ფორმულა 1-ში ძრავების მიმწოდებლის სტატუსით მისვლის შესახებ ლაპარაკობდა Volkswagen Motorsport-ის შეფი კრის ნისენი.