კიმიმ რენო გამორიცხა

AutoSharing Option

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა გამორიცხა მომავალი სეზონისთვის "რენოში" გადასვლა. ამის შესახებ პილოტმა ფინურ გაზეთ Turun Sanomat-ში განაცხადა.

წელს ცნობილი ფინელი ავტომრბოლი რალის მსოფლიოს ჩემპიონატში Citroen Junior-ის რიგებში გამოდის. კიმის ფორმულა 1-ში სავარაუდო დაბრუნების შესახებ "რენოს" შეფმა ერიკ ბულიემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი სიტყვებით, რაიკონენმა თავად გამოხატა "რენოში" გადასვლის ინტერესი, თუმცა ბულიე პირადად აპირებდა ფინელთან შეხვედრას და მის მოტივაციაში დარწმუნებას.
მოგვიანებით, ეს ახალი ამბავი ფრანგული საჯინიბოს მფლობელმა ჟერარ ლოპესმაც დაადასტურა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს ჩემპიონის "რენოთი"

დაინტერესება მისი გუნდისთვის დიდი პატივია და არ გამორიცხა 2011 წელს ვიტალი პეტროვის რაიკონენით შეცვლა. ამავდროულად, იმავე პერიოდში Turun Sanomat ვარაუდობდა, რომ სინამდვილეში ეს იყო "რენოს" ტაქტიკური სვლა, რომელიც მიზნად ისახავდა პეტროვსა და მის სპონსორზე ზეწოლას. ანალოგიური აზრი გამოთქვა თავად რაიკონენმა.
"იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ჩემი სახელი საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენეს, - განაცხადა ფინელმა. - სერიოზულად არასოდეს განმიხილავს "რენოში" გამოსვლის პერსპექტივა და შემიძლია 100 პროცენტით დარწმუნებით გითხრათ, რომ მომავალ წელს ამ გუნდის პილოტი არ ვიქნები. რამდენიმე კვირის წინ მათ ჩემი მენეჯერი ერთხელ შეეხმიანა. ეს იყო და ეს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული