რობერტ კუბიცა ფორმულა 1-ში დაბრუნების თარიღის დასახელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
პოლონელი რობერტ კუბიცა ნოემბერში მონაწილეობას მიიღებს ორ რალიში - საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიაზე.

მაგრამ ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი არ ჩქარობს დიდ სპორტში დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელებას - მისი ხელი ჯერ ბოლომდე არ აღდგა შარშანდელი ავარიის შემდეგ.

“ჯერ ადრეა კონკრეტულ გეგმებზე საუბარი. ისევ ვმუშაობთ ავარიის შემდეგ სარეაბილიტაციო პროგრამაზე, მაგრამ, ცხადია, მინდა უმაღლესი დონის სერიებში გამოსვლა - იქნება ეს რალი თუ ფორმულა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უკვე მივიღე მონაწილეობა რამდენიმე რალიში, ჩავატარე ტესტები ავტოდრომზე.

იმედია, მალე ხელი საბოლოოდ მორჩება და ჩემი მდგომარეობა
უკეთესობისკენ შეიცვლება.

ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შევწყვიტე ფორმულა 1-ში გამოსვლა. ჩემი კონტაქტები ჩემპიონატთან მინიმალურია, რადგან ეს თვეები კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, რომ სპორტული ფორმა დამებრუნებინა",
- ამბობს კუბიცა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული