ფორმულა იმერეთის ველზე

AutoSharing Option

გუშინ, რუსულ პრესაში მთავარი განსახილველი ამბავი იყო დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიება - კერძოდ, კრასნოდარის მხარის მთავრობა და ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორები რუსეთის გრან-პრის ჩატარებაზე კონტრაქტს მოაწერენ ხელს. ხელშეკრულების თანახმად, ეს ეტაპი 2014 წლიდან მოხვდება "სამეფო რბოლების" კალენდარში. დოკუმენტს ხელს მოაწერენ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი და ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი.

კონტრაქტი ექვსწლიანია, თუმცა მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის კიდევ ხუთი წლით გაგრძელება. შეთანხმების მიხედვით, ავტოდრომი სოჭის ოლიმპიურ პარკში აშენდება, რომელიც იმერეთის ველზეა გაშენებული.
ჯერჯერობით არ

კონკრეტდება მომავალი ავტოდრომის პარამეტრები, მაგრამ პროექტის მიხედვით, ტრასის შექმნისას ნაწილობრივ გამოიყენებენ ინფრასტრუქტურას, რომელიც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის აშენდება.

რუსეთის გრან-პრი ორგანიზებაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ. ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნეოდა ავტოდრომის მოსკოვში აშენება, მაგრამ ბერნი ექლსტოუნმა და მოსკოვის მაშინდელმა მერმა იური ლუჟკოვმა შემოსავლების გაყოფის თაობაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული