საუზმე (სადილი და ვახშამი) ჩემპიონებისთვის

AutoSharing Option

გრან-პრისთვის ფორმულა 1-ის მრბოლელთა მომზადებაში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ, ხშირად დაპარაკობენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური მომზადების თავისებურებეზე, მაგრამ იშვიათად განიხილავენ დიეტას, არადა, პილოტის წონა და ამტანობა დიდ როლს თამაშობს.

მრბოლელის წონა - მანქანის ბალანსის ნაწილია და გასულ წელს ბევრს მოუწია წონის დაგდება იმისთვის, რომ გუნდს KERS-ის მძიმე სისტემა გამოეყენებინა და ოპტიმალური წონა დაეცვა. ასევე მნიშვნელოვანია დისტანციაზე - მრბოლელის ამტანობა. აკი ჰინტსა - ცნობილი სპეციალისტია სპორტულ მედიცინაში. ის "მაკლარენში" პილოტთა მომზადების საკითხებზეა პასუხისმგებელი. სპეციალისტმა ბრიტანულ ჟურნალ F1Racing-თვის კომენტარი გაუკეთა ლუის ჰემილტონისა და ჯენსონ

ბატონის დიეტას:

"სარბოლო უქმეების დროს პილოტთა დიეტის შერჩევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - ორგანიზმში სითხის სტაბილური დონის შენარჩუნება. ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტი იმისა, რომ პროდუქტებისა და სასმელების არჩევანი მაქსიმალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ამასთან, ბევრი რამ არის დამოკიდებული სპორტსმენის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კონტროლი კალორიების მიღებაზე, რათა არ დავუშვათ წონაში არასასურველი მომატება ან დაკლება. მივესალმებით საკვებში ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომელიც ნახშირწყლებს შეიცავს. მაგალითად, ჩვენი პილოტები საუზმეზე სხვადასხვა ფაფებს იღებენ, სადილსა და ვახშამზე კი - მაკარონს.

ამასთან, საუზმის, სადილისა თუ ვახშმის წინ, რეკომენდირებულია შიმშილის მოკვლა მცირე დოზის საკვების მიღებით - ეს ენერგეტიკული ბალანსის შევსების სტაბილურობის გარანტიაა, მაგრამ აქაც საჭიროა კონტროლი - ასეთი წახემსებისთვის ზედგამოჭრილია ხილი.

გუნდების მზარეულები რჩეულ კერძებს ახვედრებენ გუნდის სტუმრებს, მაგრამ პილოტები მკაცრ დიეტაზე სხედან, რადგან მათ სულ სხვა ამოცანა აქვთ. ერთისთვის სარბოლო უქმეები - სასიამოვნო დასვენებაა, მეორესთვის - სერიოზული სამუშაო.

 
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული