გაიცანით მიხაელ შუმახერი

AutoSharing Option
წელს, ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტებმა ერთნაირი კითხვები დაუსვეს პირველობის მონაწილეებს. ახლა ჯერი მიხაელ შუმახერზე მიდგა.

- ჩვეულებრივ გაქვთ თუ არა სათადარიგო ვარიანტი, ერთგვარი "B გეგმა"? იტოვებთ თუ არა უკან დასახევ გზას?
- არა.

- რბოლების გარდა რა განიჭებთ სიამოვნებას?
- დღეს ამ გასართობს სკაიდაივინგი ჰქვია.

- ყველაზე მეტად რისი ხილვა გსურთ ხუთშაბათს ბოქსებში მისვლისას?
- ინჟინრების.

- ვისთან შეხვედრაზე ოცნებობდით?
- უკვე შევხვდი მას - ეს არის ჩემი მეუღლე კორინა.

- რომელმა ფილმმა აგიჩუყათ გული?
- ბოლოს
ეს იყო - "მილიონერი ჯურღმულიდან". კარგი ფილმია.

- რისი გეშინიათ?
- ადრე სიმაღლის მეშინოდა, მაგრამ ამან გაიარა.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- სამუელ ბეკეტის რომელიღაც ნაწარმოები. სამწუხაროდ, ცუდად ვიმახსოვრებ წიგნებისა და ფილმების სახელწოდებებს.

- თქვენი საყვარელი დასვენების სახეობა?
- ერთი ჭიქა წითელი ღვინო და სიგარა.

- ოდესმე თმა შეგიღებავთ?
- რა თქმა უნდა. რატომაც არა?!

- რომელი იყო თქვენი პირველი კომპაქტ-დისკი?
- პირველი ფირფიტა ჰარდ-როკი თუ მეტალი იყო.

- გაქვთ თუ არა ტატუ ან პირსინგი?
- მხოლოდ დროებითი.

- რას ამბობდნენ თქვენზე სკოლის მასწავლებლები?
- კარგს არაფერს.

- ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში?
- რთული სათქმელია. ალბათ, არავინ.

- გაქვთ თუ არა მავნე ჩვევა?
- სიგარა? პოკერი? არ მგონია ეს მავნე ჩვევა იყოს.

- კოლექცია თუ გაქვთ?
- საათების, თუმცა არც ისე მდიდარი.

- მოგზაურობისას ყველაზე მეტად რა არ გყოფნით?
- ჩემი ოჯახი.

- როგორ ყავას ანიჭებთ უპირატესობას?
- ცხელი რძით.

- როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური კვირა დილა?
- ხანგრძლივი საუზმე ოჯახის წრეში.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი მანქანა.
- ეს იყო FIAT 500. მანამდე კარტინგით ვერთობოდი.

- ყველაზე უაზრო შეცდომა, რომელიც ოდესმე დაუშვით?
- თავად აირჩიეთ.

- რომელ კერძი გამოგდით ყველაზე უკეთ?
- იტალიური პასტა.

- ბოლო როდის გამოხვედით წყობიდან?
- 1998 წელს, სპაზე დევიდ კულტჰარდთან შეჯახებისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული