ფინელმა კიმი რაიკონენმა თავისი ერთ-ერთი სახლი გაყიდა, რომელიც ციურიხის ტბის ნაპირას მდებარეობს.
მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა თავისი უძრავი ქონების საქმეები მსხვილ გერმანულ სააგენტო Engel & Volkers-ს გადააბარა, რომელმაც ამ მდიდრული სახლის გაყიდვა 3,6 მილიონ ევროდ შეძლო.
სახლი, რომლის ფართობი 800 კვადრატული მეტრია, შვეიცარიის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს, სადაც ფინელს შეძლებული მეზობლები ჰყავდა. კიმის ყოფილ რეზიდენციაში სამი სააბაზანო ოთახია, თანამედროვე საუნა, ფართო ტერასა, ორი ბუხარი და სატრენაჟორო დარბაზი.
რაიკონენი კვლავინდებურად შვეიცარიაში ცხოვრობს - მან 2009 წელს შეიძინა უფრო ძვირი მამული, რომელიც 30
* * *
რაც შეეხება კიმის სამომავალო კარიერას, მან ჯერ არ იცის სად გააგრძელებს გამოსვლას. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რაიკონენის "სამეფო რბოლებში" დაბრუნების შესახებ. ერთი პერიოდი ფინელი პილოტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა "რენოსთან", მაგრამ ბოლოს განაცხადა, რომ ფრანგულ საჯინიბოში გადასვლას არ აპირებს.
"ამ მომენტისთვის ჯერ არ გამირკვევია ჩემი მომავალი კარიერა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას. კარგად უნდა მოვიფიქრო და შევაფასო შექმნილი სიტუაცია. ამის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი", - განაცხადა კიმი რაიკონენმა.
* * *
უახლოეს უქმეებზე რაიკონენს მონაწილეობა უნდა მიეღო ესპანეთის რალიში, მაგრამ ფორმულას ყოფილმა ჩემპიონმა რბოლისწინა პრაქტიკისას დააზიანა მანქანა და ეტაპის მის გარეშე ჩაივლის.
სამკილომეტრიან ღორღიან გზაზე კიმიმ მანანა ვერ შეინარჩუნა, ამოტრიალდა და შედეგად, უსაფრთხოების სტრუქტურა დაზიანდა. მის გარეშე კი რაიკონენის "სიტროენს" სტარტზე არ გაუშვებენ. საბედნიეროდ, კიმისა და მის შტურმანს დაზიანება არ მიუღიათ.