გარდა ამისა, 19 თებერვალს ახალ მანქანას წარადგენს "უილიამსი". შეგახსენებთ, რომ ბრიტანული საჯინიბო ერთადერთია, რომელსაც ჯერ ახალი ბოლიდი არ უჩვენებია.
მანამდე კი ფერნანდო ალონსომ "ტვიტერის" მეშვეობით უპასუხა გულშემატკივრების შეკითხვებს...
- რას ელოდებით ბარსელონას ტესტებისგან?
- ვუბრუნდები სამუშაოს. ბევრი
- რომელია მსოფლიოს ჩემპიონატების ტრასებზე საუკეთესო მოსახვევი?
- მე-10 ვირაჟი ინდოეთში.
- რატომ აირჩიეთ საწვრთნელი შეკრებისთვის დუბაი?
- იმიტომ, რომ ჩემთან, ოვიედოში მუდმივად წვიმა მოდის.
- ამ სეზონისთვის ჩვეულებრივად ემზადებოდით?
- მზადება ყოველ წელს ერთნაირია.
- მჭირდება კისრის გამაგრება. რამდენიმე რჩევა მომეცით.
- გამოიყენეთ ელასტიკური ტრენაჟორები.
- მზად ხართ სეზონის სტარტისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად?
- ჯერ არა, მაგრამ ავსტრალიის რბოლისთვის 100 პროცენტით ვიქნები მზად.
- უკვე შეხვდით რორი ბირნს?
- მე უკვე ოთხი წელია, “ფერარიში” ვარ. რა თქმა უნდა, შევხვდი.
- წლევანდელი ბოლიდი უკეთესია, ვიდრე შარშანდელი?
- ეს სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება. ჩვენ ჯერ მონაწილეობა არ მიგვიღია ოფიციალურ სტარტებში.
- რა ფერებში იქნება შეღებილი თქვენი ჩაფხუტი?
- ის 99 პროცენტით ისეთი იქნება, როგორც გასულ წელს.
- ვინ იყო თქვენი ყველაზე ნიჭიერი მეტოქე?
- რობერტ კუბიცა.
- როგორი ვარჯიში მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ველოსიპედი.
- რა მარკისაა თქვენი ველოსიპედი?
- MMR.
- აპირებთ თუ არა წელს ველორბოლებში მონაწილეობას?
- დიახ, სამოყვარულო დონეზე.
- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?
- “ჰანიბალი”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: ხერესი დაიხურა