კიმი რაიკონენი გაურკვევლობაშია

AutoSharing Option
"ლოტუსის" ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა არ გამორიცხა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას ფორმულა 1-ში.

წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ 33 წლის ავტომრბოლელს კონტრაქტი ეწურება "ლოტუსთან", სადაც კიმი 2012 წლიდან გამოდის. ასევე შეგახსენებთ, რომ რაიკონენის მიმართ ინტერესს გამოთქვამს "რედ ბული". ამ გუნდის მფლობელმა დიტერ მატეშიცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფინელი მომავალი სეზონისთვის ავსტრიულ საჯინიბოში მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

"მე არ მაქვს კონტრაქტი მომავალი წლისთვის, შესაბამისად, არ გამაჩნია გეგმები, - ამბობს რაიკონენი სააგენტო AP-სთან კომენტარში. - შესაძლოა, გავაგრძელო კარიერა ფორმულა 1-ში, მაგრამ ამის
დარწმუნებით თქმა არ შეიძლება".

* * *
პოლონელმა რობერტ კუბიცამ აღიარა, რომ, შესაძლოა, აღარ დაბრუნდეს ფორმულა 1-ში. პოლონელმა, რომელიც ჯერ ისევ გადის აღდგენით კურსს 2011 წელს მომხდარი საშინელი ავარიის შემდეგ, მარტში განაცხადა, რომ 2013 წლის სეზონს "სიტროენში" გაატარებს და WRC-სა და ERC-ის რალის ჩემპიონატების ეტაპებში მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, კუბიცამ ხაზი გაუსვა იმას, რომ კვლავინდებურად იმედოვნებს მთავარ სარბოლო სერიაში დაბრუნებას.

"როცა მთელი ცხოვრება მუშაობ იმისთვის, რომ ფორმულა 1-ში მოხვდე, ისრულებ ოცნებას და შემდეგ ერთ დღეში ყველაფერი უარესობისკენ იცვლება - ეს უდიდესი დარტყმაა. რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს ოდესმე.

არსებობს რაღაცები, რისი კონტროლიც არ შემიძლია და ეს არის მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, რალი დამეხმარება სპორტში დაბრუნებაში და ეს, რა თქმა უნდა, ჩემს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს"
, - აცხადებს პოლონელი პილოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ კუბიცას ბრწყინვალე დაბრუნება... და ავარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული