შუმახერი წლის ადამიანია

AutoSharing Option
წლევანდელი წარუმატებლობების მიუხედავად, გერმანელ მიხაელ შუმახერს კვლავაც აფასებენ სამშობლოში. ჟურნალ GQ-ის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე მიხაელ შუმახერმა მიიღო ჯილდო - Manner des Jahres (წლის ადამიანი) სპორტის ნომინაციაში. სულ გამარჯვებული 13 კატეგორიაში გამოვლინდა. ცერემონია 1 ნოემბერს ბერლინის ცენტრში - Komische Oper-ის შენობაში გაიმართა.

წელს დიდ სპორტში დაბრუნებულმა ლეგენდარულმა ავტომრბოლმა ჯილდო ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჟან ტოდტისგან მიიღო, რომელთანაც "ფერარიში" მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა.

ანოტაციაში პრიზის გადაცემის მიზეზად მითითებული იყო შემდეგი სიტყვები: "დაბრუნება, რომლისაც არავის სჯეროდა". ჯილდოს მიღებისას მიხაელმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა
თავის მეუღლე კორინას, რომლის თანხმობა გახდა დაბრუნების ერთ-ერთი პირობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული