ამერიკელები ტრასის მშენებლობას ვერ ასწრებენ

AutoSharing Option
სერიოზული პრობლემები შეექმნათ ამერიკის გრან-პრის ორგანიზატორებს. ისინი გარანტიას ვერ იძლევიან, რომ ოსტინში ახალი ტრასა დროულად ჩადგება მწყობრში.

მშენებლობა დეკემბერში უნდა დაიწყოს, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით კი ავტოდრომის ასაგებად 24 თვე იქნება საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრასა დროულად ვერ მიიღებს ფორმულა 1-ის ეტაპს. წინასწარი ჩანაფიქრის მიხედვით, აშშ-ის გრან-პრი 2012 წელს უნდა დაბრუნდეს კალენდარში.

მაგრამ რბოლის ორგანიზატორები თავს იმშვიდებენ და აცხადებენ, რომ მშენებლობის ორწლიან ვადაში მოსამზადებელი სამუშაოებიც შედის, რომელიც უკვე კარგა ხანია დაწყებულია.
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა უკვე გააფრთხილა
ამერიკული მხარე, რომ დაგვიანების შემთხვევაში ორგანიზატორებს სოლიდური ჯარიმა არ ასცდებათ.


* * *
გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-სთვის ცნობილი გახდა, რომ კონცერნი "ფოლკსვაგენი" არ აპირებს ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობის მიღებას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ავტოგიგანტი ამ საკითხის განხილვას ნოემბერში აპირებდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფირმის პრეზიდენტი ფერდინანდ პიჩი უარს ამბობს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
მიუხედავად ამისა, "ფოლკსვაგენი" დღემდე დაინტერესებულია რალიში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე, აგრეთვე ლე მანის რბოლისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული