- შეგიძლიათ თუ არა ურჩიოთ "რედ ბულს" ბოლო ორ რბოლაში გუნდური ტაქტიკის გამოყენება? თქვენი აზრით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს?
- წესების მიხედვით ეს აკრძალულია. არავისთვის მიმითითებია გუნდური ტაქტიკის გამოყენების შესახებ, უბრალოდ ყურადღებას ვამახვილებდი იმ ფაქტზე, რომ "რედ ბულმა" ბრაზილიის რბოლისთვის მაქსიმალურად ლოგიკურად უნდა შეიმუშავოს
- კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
- განსხვავება დეტალებშია. თუ გუნდურ ტაქტიკას ისე აშკარად გამოიყენებ, როგორც ეს "ფერარიმ" ჰოკენჰაიმში გააკეთა, ეს ზიანს აყენებს სპორტის იმიჯს და შეურაცხყოფილს ტოვებს მაყურებელს. "რედ ბულმა" უბრალოდ გონებით უნდა იმოქმედოს - ეს საკმარისი იქნება.
- წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: უებერი ლიდერობს, ფეტელი მეორეზეა, მაგრამ ტემპი უფრო მაღალი აქვს. ასეთ სიტუაციაში სებასტიანმა არ უნდა შეუტიოს?
- რა თქმა უნდა, არა. აღარ უნდა განმეორდეს სტამბოლში დაშვებული შეცდომა, როცა ფეტელი და უებერი ერთმანეთს შეეჯახნენ. მაგრამ ამას არანაირი შეხება არ აქვს გუნდურ ტაქტიკასთან, საქმე მხოლოდ რბოლებისადმი გონიერ მიდგომას ეხება. "რედ ბულში" აქცენტი მთლიანად უებერზე უნდა გადაიტანონ, შეუქმნან მას ყველა პირობა იმისთვის, რომ კორეაში დაკარგული ქულები აინაზღაუროს.
- ალბათ, გუნდმა კვალიფიკაციის გაკონტროლებაც უნდა სცადოს?
- ეს არარეალურია. შეუძლებელია საკვალიფიკაციო რბოლის შედეგების დაგეგმვა. თუ ამის გაკეთებას შეეცდებიან, ალონსო შეიძლება მოულოდნელად წინ გავიდეს და უბრალოდ დასცინოს კონკურენტებს.
- როგორ შეაფასებთ ტიტულის მაძიებელთა შანსებს?
- კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ "რედ ბული" სამი-ოთხი მეათედი წამით სწრაფია დანარჩენ გუნდებზე. მაგრამ ალონსო - საუკეთესო მრბოლელია და კონკურენტებს საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულით ჯობნის. თუმცა უებერს შეუძლია საკუთარი მანქანის სისწრაფის ხარჯზე მოახდინოს ესპანელთან კლასში განსხვავების კომპენსირება.
- მხოლოდ მარკ უებერზე ლაპარაკობთ. გამოდის, ფეტელი აღარ უნდა მოვიხსენიოთ ჩემპიონობის პრეტენდენტთა რიცხვში?
- დიახ, ფეტელი შეიძლება ამოვშალოთ კანდიდატთა სიიდან. მას შანსი არ აქვს. რბოლა რომც მოიგოს, მისი კონკურენტებიც ხომ დააგროვებენ საკმარის ქულებს?!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"