ფერნანდო ალონსო ყველაზე მდიდარია

AutoSharing Option
როგორც იცით, ავტორიტეტული გამოცემის - "ფორბსის" ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სია, რომლის საუკეთესო ათეული ერთ-ერთ წინა ნომერში გაგაცანით.

ამ სიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ფორმულა 1-ის პილოტებს შორის, გასულ წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი "ფერარის" პილოტს ფერნანდო ალონსოს აქვს. საერთო რეიტინგში ის მე-19 ადგილს იკავებს. ესპანელმა გასული წლის განმავლობაში 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა - აქედან 28 მილიონი ხელფასია და ორი მილიონი სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსული თანხა.

ფორმულა 1-ის პელოტონში მეორე ადგილს ბრიტანელი ლუის ჰემილტონი იკავებს, რომელმაც 27.5 მილიონი მიიღო. ის საერთო
სიაში 26-ე ადგილზეა. "ფორბსის" ასეულში სულ სამი პილოტი მოხვდა. მესამეა (საერთო რეიტინგში - 89-ე) მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი სებასტიან ფეტელი - 18 მილიონი დოლარი.

ნიუ ჯერსიმ ფორმულა გაინაღდა
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა უზრუნველყო "დიდი ცირკის" კალენდარში მეორე ამერიკული ეტაპის ჩატარება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელმა 15-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა ნიუ ჯერსის რბოლის ორგანიზატორებთან. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პირველი გრანპრი 2013 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ დებიუტი 2014 წლისთვის გადაიდო, რადგან ორგანიზატორებმა დაარღვიეს პირველადი გარიგების პირობები. მიუხედავად ამისა, ექლსტოუნმა შემხვედრი ნაბიჯები გადადგა ამერიკის გრანპრის მომწყობთა მიმარულებით და დათანხმა გარკვეულ დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

"პორტ იმპერიალში ამერიკის გრანპრის ჩატარება, სპორტის ამ სახეობაში ბევრის ოცნება იყო მთელი ათი წლის განმავლობაში. იმედი გვქონდა, რომ 2013 წლის ივნისისთვის ყველაფერი მზად იქნებოდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გაირკვა, რომ არ ესწრებოდა კაპიტალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა ფორმულა 1-ის მოთხოვნებს.

ბერნი ექლსტოუნის შეუფასებელი დახმარების წყალობით, ახლა, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი კონტრაქტი, რაც 2014 წლიდან მოყოლებული, დიდი ხნით რბოლის ჩატარების გარანტიას მოგვცემს"
, - განაცხადა ნიუ ჯერსის რბოლის ორგანიზატორმა ლეო ჰინდერიმ.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის კალენდარში უკვე არის ერთი ამერიკული რბოლა, რომელსაც ქალაქი ოსტინი მასპინძლობს. ჯერჯერობით უცნობია, ნიუ ჯერსის რბოლა 2014 წლის ჩემპიონატის 21-ე ეტაპი იქნება თუ მის ნაცვლად რომელიმე გრანპრის ამოიღებენ კალენდრიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი და "რედ ბული": არის ახალი კონტრაქტი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული