სტუმრებს შორის ბევრი სახულგანთქმული ბრიტანელი იყო. მათ თავიანთი გამოსვლებით ართობდნენ ელტონ ჯონი და ლაიონელ რიჩი.
პრესის ინფორმაციით, ექლსტოუნების ოჯახს ქორწილი 4.6 მილიონი ევრო დაუჯდა. თუმცა ეს თანხა იმაზე ნაკლებია, რაც 2011 წელს ტამარას უმცროსი დის - პეტრა ექლსტოუნის ქორწილის გადახდას დასჭირდა.
ტამარა ექლსტოუნის მეუღლე უმწიკვლო რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობს. გასული წლის ივლისში, ბრიტანეთის ფინანსური სამსახურის სამმართველომ ჯეი რატლენდს საფინანსო სფეროში ნებისმიერი მოღვაწეობა აუკრძალა, რისი მიზეზიც გახდა არაკეთლისინდისიერება და გარიგებებისას კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა. უფრო ადრე, ის Deutsche Bank-დან დაითხოვეს კოკაინის რეალიზაციის ბრალდებით.
ფერარის დიდი დანაკლისი
სამწუხარო ამბავი შეიტყვეს "ფერარის" გუნდის წევრებმა და გულშემატკივრებმა. 90 წლის ასაკში გარდაიცვალა "სკუდერიას" შემადგენლობაში პირველი გრანპრის მომგები, არგენტინელი ხოსე-ფროილან გონსალესი.
1951 წელს, ბრიტანეთის "სილვერსტოუნში" გონსალესის გამარჯვებამ სათავე დაუდო "ფერარის" დიად ისტორიას ფორმულა 1-ში. 1954 წელს, ხოსე-ფროილანმა მოიგო "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა. არგენტინელმა ბოლო გრანპრი კარიერაში 1960 წელს ჩაატარა, როცა მეათე ადგილზე გავიდა საშინაო რბოლაში.
გონსალესის სიკვდილის შემდეგ, ფორმულა 1-ის გრანპრის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია ჯეკ ბრებემი, რომელიც ამჟამად 87 წლისაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"