William Hill: სებასტიან ფეტელი თითქმის ჩემპიონია

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის გამოსვლას სეზონის სტარტზე.

"შესაძლოა, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ჩვენ ვპროგრესირებთ, - ამბობს ბრიტანელი პილოტი. - სეზონის პირველ რბოლაში მართლაც რთული გასაგები იყო, რატომ ვიყავით აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანები. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაგვედგა წინ. ეს უკვე ბარსელონაში დაიწყო, შემდეგ მონაკოში გაგრძელდა. მონტე კარლოში მცირე ტექნიკურმა პრობლემამ არ მოგვცა ჩვენი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.

შეგვეძლო პირველ ხუთეულში მოვხვედრილიყავით. მონრეალში გვქონდა ტექნიკური განახლებები, ზოგიერთმა იმუშავა, ზოგიერთმა - არა. მაგრამ, როგორც ჩანს, წარმატებებს
ვაღწევთ. პროგრესის ტემპი ისეთი სწრაფი არ არის, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს რთულია დღევანდელ ფორმულა 1-ში. იოლი არ არის "რედ ბულისა" და "ფერარის" დაწევა".

* * *
ამასობაში, ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორამ William Hill- მა ჩემპიონობაზე ახალი კოეფიციენტები გამოაქვეყნა.

წელს, იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი მანქანით დაიწყო, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ, თუ შარშან, "სკუდერიას" წევრი ფერნანდო ალონსო შვიდი ეტაპის შემდეგ ერთი ქულით უსწრებდა სებასტიან ფეტელს, ახლა, ესპანელი გერმანელს 36 ქულით ჩამორჩება.

ამჟამად, პირად პირველობაზე გამარჯვებისთვის ფსონები ასე გამოიყურება:

სებასტიან ფეტელი - 1.40
ფერნანდო ალონსო - 4.00
კიმი რაიკონენი - 15.00
ლუის ჰემილტონი - 21.00
ნიკო როსბერგი - 67.00
მარკ უებერი - 126.00
ჯენსონ ბატონი - 301.00
ფელიპე მასა - 501.00

ჰორნერი ბრიტანეთის ოფიცერია
"რედ ბულის" ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ჩინი (OBE-ის ხარისხი) მიიღო. ავსტრიულ საჯინიბოში ის მეორე წევრია, ვისაც ამგვარი პატივი ხვდა წილად. მანამდე, ბრიტანეთის იმპერიის ოფიცერი გახდა "რედ ბულის" ტექნიკური დეპარტამენტის შეფი ედრიან ნიუი, რომელმაც ეს სტატუსი 2012 წლის ბოლოს გამართულ დაჯილდოვებაზე მიიღო.

"ეს დაუჯერებელი სიუპრიზი იყო ჩემთვის - განცვიფრებული ვარ. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვიყო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ჰორნერმა.

ფორმულა 1-ის სამყაროდან OBE-ის ხარისხი გააჩნიათ: როს ბრაუნს, ნაიჯელ მენსელს, დეიმონ ჰილს, სტირლინგ მოსს, ჯიმ კლარკს, ედი ჯორდანსა და სხვებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული