"ჩვენ გვირჩევნია შევინარჩუნოთ მარტის მესამე უქმეები. 2006 წელს, ჩვენი გრანპრი იმართებოდა აპრილის პირველ უქმეებზე და მაშინ, დასწრება ნორმალურ დონეზე იყო - 300 ათას ადამიანზე მეტი", - აცხადებს ავსტრალიის გრანპრის პრომოუტერი ენდრიუ უესტაკოტი.
შეგახსენებთ, რომ
რაც შეეხება ინდოეთის გრანპრის, ამასწინ, გამოცემა Speed Week-მა დაწერა: "ჩვენ შევიტყვეთ, რომ ინდოეთის რბოლის ჩატარება 2013 წლისთვის ფინანსურად არის გამყარებული, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით 2014 წელზე. ინდური წყაროების ცნობით, რბოლის პრომოუტერი (კომპანია Jaypee Group) ახლოა გაკოტრებასთან".
"ლოტუსმა" ფული იშოვნა
კონსორციუმმა "ინფინიტი რეისინგმა" ფორმულა 1-ის საჯინიბოს - "ლოტუსის" აქციათა 35 პროცენტი შეიძინა, რითაც გუნდის თანამფლობელი გახდა. ამასთან, კომპანია Genii რჩება აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელად, ხოლო ჟერარ ლორპესი ინარჩუნებს პრეზიდენტისა და საჯინიბოს მფლობელის პოსტს, - იტყობინება ""ლოტუსის" ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული პრესის ინფორმაციით, "ლოტუსის" ფინანსურმა დანაკარგმა 2012 წელს 86 მილიონი ევრო შეადგინა.
ბატონი ქალებს ელოდება
ბრიტანული "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონი მზად არის წარმოიდგინოს, რომ ოდესღაც ფორმულა 1-ში ქალი პილოტებიც იასპარეზებენ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, მათ ჰქოდეთ შესაძლებლობა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ავტოსპორტში ვარჯიში.
"პრობლემა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ქალებს არ აქვთ საშუალება ადრეული ასაკიდან ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში, - განაცხადა ბრიტანელმა პილოტმა. - ვფიქრობ, წლებთან ერთად სიტუაცია შეიცვლება, ქალები გამოჩნდებიან "მცირე" სარბოლო სერიებში, მაგრამ ეს ძალიან რთული სახეობაა. ის ვარჯიშის სპეციალურ მეთოდიკას მოითხოვს და აუცილებელი ფიზიკური ფორმის მისაღწევად დროა საჭიროა. მაგრამ, პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია".
უილიამსი 20 მილიონს კარგავს
ბრიტანულ "უილიამსს" სერიოზულ ფინანსური პრობლემები ელოდება, - იტყობინება Motorsport.
კომპანია იძულებულია შეაჩეროს სუპერკარების შემუშავების პროექტი, რამაც შეიძლება 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის დანაკარგი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი კი კომპანია "იაგუარის" ბრალია, რომელმაც უარი თქვა პროექტში საკუთარ წილზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ "უილიამსის" სუპერკარის წარმოება 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, პროექტი საერთოდ არ იქნება რეალიზებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1: "მერსედესს" უფლება ჰქონია