ბატონის მოტაცება სურდათ?

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტ ჯენსონ ბატონზე ბანდიტების თავდასხმის კომენტირებისას ლეგენდარულმა სერ ჯეკი სტიუარტმა ახალი ვერსია წამოჭრა - მას მიაჩნია, რომ თავდამსხმელებს ბრიტანელის გატაცება სურდათ...

"ისინი შეიძლება ნარკოკარტელის ბანდიტები ყოფილიყვნენ. მათი ხელწერა ნაცნობია - იტაცებენ ადამიანებს, რომელთა უკან მსხვილი კონცერნები დგანან. ბატონის შემთხვევაში ესენი არიან - Mobil 1 და Vodafone", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

თავად ჯენსონი მიიჩნევს, რომ თავდასხმა შემთხვევითი იყო - მანქანა უბრალოდ არასასურველ ადგილას გაჩერდა, თუმცა ბატონის მამა დარწმუნებულია - ბანდიტები ვიღაცას ელოდნენ...

ჯონ ბატონი: "B კლასის
დაჯავშნულ "მერსედესში" ვისხედით და დაბურული შუშების გამო ისინი ვერ ხედავდნენ მგზავრებს, თუმცა შთაჭბედილება შემექმნა, რომ ეს ადამიანები ვიღაცას ელოდნენ".

საინტერესოა, რომ ჯეკი სტიუარტი ბრაზილიაში ჩასვლისას თავისთვის ყოველთვის ითხოვს პერსონალურ დაცვას.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული